16 თებერვალს, საპენსიო სააგენტოს დირექტორმა გიორგი დანელიამ და დირექტორის მოადგილემ ანა კეკელიძემ, ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში მააიკე ვან კოლდამთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.
„საპენსიო სააგენტოში გამართული შეხვედრის ფარგლებში, გიორგი დანელიამ სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობისა და დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრა. შეხვედრის მონაწილეებმა ორმხრივი ინტერესის საკითხები და თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებებიც განიხილეს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.