“საპენსიო საკითხებზე ელისაშვილი იმდენად გაიბლანდა მის მიერვე უსაფუძვლოდ დაწყებულ წინასაარჩევნო პოპულიზმში, რომ იძულებულია გააგრძელოს იგივე, რათა სახე არ დაკარგოს”, – ამის შესახებ ფინანსისტი ირაკლი ერაძე სოციალურ ქსელში წერს.
“ბანკები და ფინანსები” ერაძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“რას გადავეკიდე ამ კაცს, მაგრამ აი ცოცხალი თავით არ ცვლის პირველ ჩვენებას . ისევ ტყუილი (თითქოს ტენდერის გამოცხადება იყოს საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთების დაწევის საფუძველი) და არავითარი კონკრეტიკა. ან რა უნდა თქვას კონკრეტული როცა ამ საკითხთან დაკავშირებით მთელი მისი პოლიტიკური აქტიურობა მხოლოდ დემაგოგიაზეა დაფუძნებული.
ტენდერის გამოცხადება რომ კარგია, მინიმუმ იმისთვის რათა ყველა არსებულ კითხვას დეტალური პასუხი გაეცეს, ამას თავად აღნიშნული სერვისის მიმწოდებელი ლიბერთიბანკი ადასტურებს და მხარს უჭერს.
უბრალოდ ბატონი ალეკო იმდენად გაიბლანდა მის მიერვე უსაფუძვლოდ დაწყებულ წინასაარჩევნო პოლიტიკურ პოპულიზმში, რომ იძულებულია გააგრძელოს იგივე, რათა სახე არ დაკარგოს თავად იმ 800’000 პენსიონერის თვალში რომლებსაც თითქოს მის მიერვე წარმოდგენიული „ინიციატივა“ პრობლემის გადაჭრის საშუალებად შეასაღა.
წარმოდგენა არ მაქვს როგორ დამთავრდება ბატონი ალეკოსთვის ეს ამბავი, თუმცა ერთი დადებითი მხარე ნამდვილად აქვს ამ ყველაფერს. ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქე გაიგებს დეტალებს და დარწმუნდება რომ არაფერ შუაშია „სისხლისმსმელი“ ბანკები და მათი „არადამიანური“ საპროცენტო განაკვეთები. ჟურნალისტებს კი ერთ რჩევას მივცემ, ყოველთვის ყველაზე მცირე დეტალებამდე ჩაეძიონ ხოლმე მას, შოუ გარანტირებული ექნებათ”, – წერს ერაძე.
შეგახსენებთ, ტვ “პალიტრას” გადაცემა “360” პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა საპენსიო მომსახურების საკითხზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ტენდერი ახალ წლამდე ჩატარდება. მისივე თქმით, პარტიას საპენსიო მომსახურების საკითხზე საკოორდინაციო საბჭოში გაგზავნილი აქვს ინიციატივები.
Bfm.ge