საპენსიო სააგენტოს და ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ინიციატივით, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ბუღალტრებისა და საფინანსო სფეროში დასაქმებული პირებისთვის ონლაინ ტრენინგი ჩატარდა. ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.
„საჯარო ტრენინგი ,,საპენსიო სქემის ადმინისტრირებას“ ეხებოდა და მას საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ვაჟა ჯაფოშვილი წარუძღვა. განიხილეს, ისეთი თემები როგორიცაა: კანონი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ და მისი ძირითადი პრინციპები, საპენსიო დანაზოგების განხორციელების პროცედურები - დეკლარირება და მასთან დაკავშირებული პროცესები, დამსაქმებლების და მონაწილეების უფლება - მოვალეობები და ასევე დაგროვებითი პენსიის დანიშვნის და გაცემის პროცედურები. ტრენინგი ერთი საათი გრძელდებოდა და მას ასამდე მონაწილე დაესწრო. საპენსიო სააგენტო მომავალშიც გეგმავს მსგავს ტრენინგებს და საჯარო გამოსვლებს დაგროვებითი საპენსიო სქემით დაინტერესებული ჯგუფისთვის“ – ნათქვამია ინფორმაციაში.