„საპოლიციო გამოსახლების გაუქმება თავიდანვე შეცდომა იყო“ -  ნიკა ნანუაშვილი

„საპოლიციო გამოსახლების გაუქმება თავიდანვე შეცდომა იყო“ - ნიკა ნანუაშვილი

access_time2022-10-20 10:00:34

„ჩვენ საპოლიციო გამოსახლების გაუქმების წინააღმდეგი თავიდანვე ვიყავით“ – ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“ ბიზნეს ასოციაციის იურიდიულმა დირექტორმა ნიკა ნანუაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, დღეს  ცალსახად დადასტურდა, რომ საპოლიციო გამოსახლების გაუქმება შეცდომა იყო, რადგან ერთადერთი მოცემულობა რაც საზოგადოება მიიღო არის ის, რომ ადამიანები ვერ ახერხებენ დამქირავებლების ქირის არ გადახდის შემთხვევაში ბინიდან გაშვებას.


„ადამიანის უფლებაა, რომ მან საკუთარი საკუთრებით შეუფერხებლად ისარგებლოს.  მაშინაც  კი როდესაც  საპოლიციო გამოსახლების წესი მოქმედებდა,  ეს წესი შეეხებოდა არა იმ შემთხვევებს როდესაც ადამიანს საკუთარი ქონებიდან ასახლებდნენ, არამედ ეს წესი შეეხებოდა იმ  შემთხვევებს, როდესაც ადამიანებს, რომლებიც შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე იყვნენ სხვის საკუთრებაში, ასაღებდნენ  სხვისი საკუთრებიდან.

 

ეს საშუალებას იძლეოდა, რომ საკუთრების უფლების დაცვა მესაკუთრეებს მოეხდინათ  ზედმეტი დროის და დანახარჯების, ანუ სასამართლო პროცესის გარეშე. დღეს გვაქვს მოცემულობა, როდესაც მესაკუთრეებს უწევს  1, 2  და მესამე სასამართლო ინსტანციაში  დავა, რაც 2-3 წლის განმავლობაში გრძელდება, ვიდრე ისინი შეძლებენ  დაიცვან  თავიანთი  საკუთრების  უფლება ეფექტურად“, -  აღნიშნა ნიკა ნანუაშვილმა.

 

ნანუაშვილის თქმით, ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური რუსეთის მიერ მობილიზაციის და საქართველოში გამოქცევის შემდეგ  გახდა. მისივე განმარტებით, მობილიზაციას გამოქცეული რუსი, 2-3 წლის მერე სასამართლოს მესაკუთრეს სასარგებლოდ დასრულების შემთხვევაშიც ვერ იქნება ზარალის გადამხდელუნარიანი, რადგან მათ ამის არანაირი ფინანსური შესაძლებლობა არ აქვთ.


„ყველა სექტორის და სფეროს წარმომადგენელმა შეიძლება რომ დაუშვას შეცდომა, მაგრამ ამის გამო ჩვენ გადაწყვეტილებების მიღება არ უნდა  შევწყვიტოთ. ჩვენ ეფექტურობას განსაზღვრავს ის თუ რამდენად სწრაფად და რამდენად ადეკვატურად  ვრეაგირებთ, როდესაც ვხედავთ  რომ რაღაც შეცდომაა დაშვებული, აქედან გამომდინარე დღეს ყველა ნათლად ვხედავთ, რომ გამოსახლების წესის გაუქმებაში რაღაც შეცდომა იყო დაშვებული და ეს შეცდომა უნდა გამოვასწროთ ძალიან სწრაფად, მითუმეტეს ამის გამოსწორებას დიდი დროს არ სჭირდება და არც რისკებს არ  შეიცავს.

იმ ეტაპისთვისაც კი როდესაც  გამოსახლებაზე საუბრობდნენ  ბანკების და საბანკო სესხების ჭრილში, ბანკების მიერ  გამოსახლებულთა რაოდენობა 5%-ს არ აღემატებოდა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ  მანიპულაციურ  არგუმენტზე, მათ შორის იყო ფაქტებით მანუპულციაც. მაგათისთვის ჩვენ  შეგვიძლია მოვამზადოთ სიუჟეტი, სადაც გამოსახლების პროცედურაა ასახული ამ  სიუჟეტის განზოგადების  ფონზე შეგვიძლია  წარმოვადგინოთ ისე, რომ თითქოს ბანკები მიადგნენ ადამიანებს და ასახლებენ, მაგრამ  დღეს ვუყურებთ სიტუაციას რომ არაერთ  ადამიანი  საუბრობს, რომ მან საკუთარი ქონებიდან, ვერ  გამოასახლა დამქირავებელი, რომელიც არ იხდის ქირას. ამ ადამიანების ინტერესები  არაფრით არ  არის იმ კონკრეტული ადამიანების ინტერესზე მეტი რომლებიც  სიუჟეტში მოხდა“- აღნიშნა ნიკა ნანუაშვილმა.

ნანუაშვილის თქმით, რა საკვირველია დიდი პრობლემაა, როდესაც ადამიანები გადახდის უუნაროები ხდებიან სესხის მიმართ და სანაცვლოდ თავიანთი ქონების  დათმობა უწევთ, თუმცა თუ გამოსახლება  შეიზღუდება, მაშინ  ნანუაშვილი ვარაუდობს , რომ სხვა  სესხის  გადამხდელიც იმავეს იზამ, რაც არასწორია.

„მე  საპოლიციო გამოსახლებას დავაბრუნებდი, იქ  შეიძლება რაღაც  კორექტირებები შევიდეს, მაგრამ ეს დაბრუნებული უნდა იყოს, რაზეც როგორც  საზოგადოების, ასევე პროფესიული წრეების წარმომადგენლებიც  ვთანხმდებით“, - აღნიშნა ნიკა ნანუაშვილმა.

 

ცნობისთვის: საკუთრებიდან საპოლიციო გამოსახლება 2015 წლიდან აღარ არსებობს, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში თუ პირმა, რომელმაც ბინა იქირავა და თანხას ვერ ან არ იხდის, გამქირავებელმა პოლიციის ნაცვლად სასამართლოს უნდა მიმართოს.

 

 

თაკო კვაჭანტირაძე






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up