საპროცენტო განაკვეთების გაზრდით ფედერალური რეზერვი ცეცხლს ეთამაშება - CNN

საპროცენტო განაკვეთების გაზრდით ფედერალური რეზერვი ცეცხლს ეთამაშება - CNN

access_time2022-12-12 15:00:56

აშშ-ს ფედერალური რეზერვი (Fed) ოთხშაბათს საპროცენტო განაკვეთებს კიდევ ერთხელ გაზრდის, თუმცა ინვესტორები იმედოვნებენ, რომ ზრდა ახლა უფრო ნაკლები იქნება, ვიდრე წინა ოთხ შემთხვევაში.

 

გამოცემა CNN წერს, რომ ტრეიდერები Fed-ის მომდევნო სხდომაზე განაკვეთების 50 საბაზისო პუნქტით ზრდას მოელიან, წინა 4 სხდომაზე ზრდა 75 პროცენტული პუნქტი იყო. ამჟამად, ცენტრალური ბანკის მთავარი საპროცენტო განაკვეთები 3.75%-დან 4%-მდეა მაშინ, როდესაც წლის დასაწყისში 0% იყო.

 

განაკვეთების ზრდის ტემპის შემცირების იმედს იძლევა ინფლაციის დონის შედარებით კლება და Fed-ს ახლა შესაძლებლობა აქვს რეცესიის თავიდან არიდებაზე იზრუნოს მონეტარული პოლიტიკის ნაკლებად გამკაცრების მეშვეობით.

 

თუმცა ეს ასე მარტივი არ იქნება. მთავრობის მონაცემებით, მწარმოებელთა ფასების ინდექსი წლიურად 7.4%-ით გაიზარდა ნოემბერში, მომხმარებელთა ფასების ინდექსი კი სამშაბათს გახდება ცნობილი, სხდომამდე ერთი დღით ადრე.

 


ინფლაციამ, სავარაუდოდ, პიკს უკვე მიაღწია, თუმცა მისი შემცირება მარტივად და სწრაფად ვერ დაიწყება და ფედერალურ რეზერვს ბალანსის დასაცავად ბეწვის ხიდზე მოუწევს გავლა.

 

აშშ-ს ცენტრალური ბანკის მიერ განაკვეთების ზრდას უკვე ჰქონდა გარკვეული ეფექტი აშშ-ს ეკონომიკაზე - იპოთეკის საპროცენტო განაკვეთები მკვეთრად გაიზარდა, რამაც უძრავ ქონებაზე მოთხოვნა შეამცირა, თუმცა შრომის ბაზარი კვლავ მყარად დგას. ხელფასები იზრდება და მომხმარებლებიც კვლავ ხარჯავენ. საქმე ისაა, რომ ეს დაუსრულებლად არ გაგრძელდება.

 

შვაბის ფინანსური კვლევითი ცენტრის გენერალური დირექტორი, ქეითი ჯოუნსი CNN-თან ამბობს, რომ მაღალი განაკვეთების ეფექტები ჯერ კიდევ წინაა. ეკონომიკური დაღმასვლის ალბათობა იზრდება, თუმცა ფედერალური რეზერვი განაკვეთების შემცირების გეზის აღებას 2024 წლამდე არ გეგმავს და შესაძლოა, რეცესიის ასარიდებლად ახლა გვიანიც კი იყოს.

 

მართალია, ჯერ ამერიკის ეკონომიკა რეცესიაში არაა, მაგრამ შემორჩათ თუ არა ფული მყიდველებს დასახარჯად? ამის შესახებ ხუთშაბათს გახდება ცნობილი, როდესაც Fed საცალო ვაჭრობის ნოემბრის მონაცემებს გამოაქვეყნებს. აღსანიშნავია, რომ ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, საცალო ვაჭრობის 0.1%-ით შემცირებას მოელიან ეკონომისტები. ოქტომბრის მონაცემებით, საცალო ვაჭრობა სექტემბერთან შედარებით 1.3%-ითაა გაზრდილი, 12 თვის განმავლობაში კი 8.3%-ით.

 

bpn





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up