Pasha Bank-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ და გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ შურღაიამ რადიო „კომერსანტის“ დილის ეთერში 2022 წელი შეაჯამა. მისი თქმით მოსალოდნელი იყო, რომ ეროვნული ბანკი ამ ეტაპზე რეფინანსირების განაკვეთს არ გაზრდიდა. საპროცენტო განაკვეთების ზრდა მტკივნეული პროცესია ბიზნესისთვისაც და მოსახლეობისთვისაც. ეს განსაკუთრებით მძიმე გამოწვევაა დაბალშემოსავლიანი მოსახლეობისთვის და ასეთი ვითარება არც ბანკებისთვისაა გასახარი.
„ეროვნულმა ბანკმა სტაბილურობის შენარჩუნება შეძლო და კარგად გაართვა თავი იმ გამოწვევებს, რაც 2022 წელს იყო. ასეთი შედეგების მიღწევა ძნელია სრულიად უმტკივნეულოდ. საპროცენტო განაკვეთების ზრდა ინფლაციასთან ბრძოლის ნაწილი იყო. ეს მრავალწახნაგოვანი პროცესია. ყველანი ვიაზრებთ, რომ ინფლაციაც და განაკვეთების ზრდაც სიღარიბის შემცირებას ხელს არ უწყობს, პირიქით აღრმავებს მას. ყველანი ვიაზრებთ, რომ მაღალი განაკვეთები გამოწვევაა დაბალშემოსავლიანი მოსახლეობისთვის და ასეთი მდგომარეობა არავისთვისაა გასახარი. ამ ვითარებაში, არჩევანი იყო ინფლაციასა და საპროცენტო განაკვეთების დონეს შორის.
მთლიანობაში, ეკონომიკამ ძირითადად ჯანსაღად ინფლაციასთან ბრძოლის პროცესს. მომავალს იმედიანად ვუყურებთ - ინფლაცია შემცირების ტენდენციას აჩვენებს მთელ მსოფლიოში და საქართველოშიც“, - განაცხადა ნიკოლოზ შურღაიამ.
Pasha Bank-ის გენერალურ დირექტორს იმედი აქვს, რომ მომავალ წელს საპროცენტო განაკვეთი შემცირების დასაწყისს ვიხილავთ.