საპროცენტო განაკვეთების ზრდას ინფლაციის მოთოკვა უჭირს

საპროცენტო განაკვეთების ზრდას ინფლაციის მოთოკვა უჭირს

access_time2022-10-21 21:30:39

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ცენტრალური ბანკები მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით და საპროცენტო განაკვეთების ზრდით ცდილობენ პიკურ ინფლაციასთან ბრძოლას, სამომხმარებლო ფასების ზრდა შემცირების ტრენდს არ აჩვენებს.


ბრიტანეთში ინფლაციის დონემ სექტემბერში 10.1% შეადგინა, რაც ნავარაუდევზე მაღალი მაჩვენებელია. ამასთან ბრიტანეთში ინფლაციის დონე ანალოგიურია როგორც ეს წინა თვეებში იყო. გაერთიანებულ სამეფოში სურსათი წლიურად 14%-ზე მეტად არის გაძვირებული, ტრანსპორტი კი 10.9%-ით.


ინფლაციის დონე პროგნოზებზე მაღალია ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც წლიურად სამომხმარებლო ფასები 8.2%-ით გაიზარდა. ამერიკაში ფასები ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე სწრაფად იზრდება.
საპირისპიროდ მოსალოდნელზე დაბალი აღმოჩნდა ინფლაციის დონე ევროზონაში და მან სექტემბერში 9.9% შეადგინა.



ცენტრალური ბანკები მონეტარული პოლიტიკის შემდგომ გამკაცრებაზე გადაწყვეტილებას 27 ოქტომბრიდან მიიღებენ. ფასების ზრდის დონე კი ქმნის მოლოდინს რომ საპროცენტო განაკვეთები კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. TBC Capital წერს რომ როგორც ბრიტანეთის, ასევე ევროპისა და ამერიკის ცენტრალური ბანკები განაკვეთს მინიმუმ 0.75 პროცენტული პუნქტით გაზრდიან.


განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს ინგლისის ცენტრალურ ბანკს, რადგან ერთის მხრივ გამკაცრებულმა მონეტარულმა პოლიტიკამ ფუნტის რეკორდული გაუფასურება უნდა შეუშალოს ხელი, ხოლო მეორეს მხრივ საპროცენტო განაკვეთის ზრდით ეკონომიკური აქტივობის შეზღუდვამ ქვეყანა შესაძლოა რეცესიის რისკის წინაშე დააყენოს. მიუხედავად სამისა ანალიტიკოსთა ნაწილი ელის რომ ბრიტანეთს განაკვეთის დამატებით 1 პროცენტული პუნქტით გაზრდა მოუწევს - შედეგად ქვეყანაში განაკვეთი 2023 წლისთვის 5.25% იქნება რაც პიკურად მაღალი მაჩვენებელია.


განაკვეთის ცვლილებაზე მომდევნო კვირას მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოს ეროვნული ბანკიც. ბოლო მონაცემებით სექტემბერში ქვეყანაში ინფლაცია კვლავ დაჩქარდა და 11.5% შეადგინა, მიუხედავად იმისა რომ ადგილობრივი ანალიტიკური ორგანიზაციები წინა თვესთან შედარებით ფასების ზრდის დონის შემცირებას ელოდნენ. საქართველოში უკვე წელიწადი და 3 თვეა ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდება - ზრდა ყველაზე მაღალი სურსათსა და ტრანსპორტზეა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up