საქართველოში წარმოებული ბიოსადეზინფექციო საშუალება „ელექსირი“ კორონავირუსს ანადგურებს. ამას ადასტურებს მსოფლიოში 5 საუკეთესო კვლევით ინსტიტუტს შორის ერთ-ერთი, კოხის პარტნიორი ჰიგიენის ცენტრალურ ლაბორატორიაში (გერმანიაში) ჩატარებული ლაბორატორიული კვლევა.
ინოვაციური პროდუქტი „ელექსირი“ საქართველოს ბაზარზე ორ წელზე მეტია იწარმოება და გამოიყენება როგორც დეზინფექციის, სიჯანსაღის დაცვის, ჰიგიენის, სანიტარიის, აგრონომიისა და ვეტერინაარისათვის.
„გამომდინარე იქიდან, რომ მოსახლეობის აბოლუტური უმრავლესობა არის სახლში, გავააქტიურეთ ადგილზე მიწოდების სერვისი. „ელექსირის“ შესყიდვა შესაძლებელია როგორც ვებ-გვერდის, ისე კომპანიის ქოლ-ცენტრის მეშვეობით.“-აცხადებენ კომპანიაში.
უახლოეს მომავალში დაგეგმილია პროდუქტის რეალიზება სავაჭრო ცენტრ „ზღაპარის“ და „კარფურის“ ქსელში. მიმდინარეობს მოლაპარაკებები სააფთიაქო ქსელებთანაც, მათ შორისაა, „ავერსი“.
რაც შეეხება „ელექსირის“ სარეალიზაციო ფასს- ხსნარი,რომელიც უშუალოდ ხელების დასამუშავებლად გამოიყენება, 100 მლ-იიან შეფუთვაში 5 ლარად იყიდება. 500მლ -ის ღირებულება 15 ლარია, 1 ლიტრის ფასი კი 20 ლარს შეადგენს.„ინო-ლაბის“ ხელმძღვანელის ინფორმაციით „ელექსირის“ ხაზი მოიცავს, ზედაპირების სადეზინფექციო პრეპარატსაც, რომლის ღირებულებაც 15 ლარია (1 ლიტრი).
„პანდემიამდე სადეზინფექციო100 მლ-იანი ხსნარის სარეალიზაციო ფასი 11 ლარს შეადგენდა. შექმნილი სიტუაციიდან და მოსახლეობის ეკონომიკური თუ სოციალაური მდგომარეობის გათვალისწინებით,მისი ფასი 55%-ით - 5 ლარამდე შევამცირეთ“-აცხადებენ კომპანიაში.
როგორც კომპანია „ინო-ლაბის“ თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი „კომერსანტთან„ აცხადებს, საგანგებო მდგომარეობის პირობებში კომპანიამ წარმადობა 5-ჯერ გაზარდა. თუ პანდემიამდე კომპანია დღე-ღამეში 3 ტონა პროდუქტს აწარმოებდა, დღეს ეს მაჩვენებელი 25 ტონამდეა გაზრდილი. გარდა ამისა, „ინო-ლაბი“ გადავიდა 24 საათიან სამუშაო რეჟიმზე, ასევე გაზარდა თანამშრომლების რაოდენობაც. გიორგი ზვიადაძე აცხადებს, რომ თუ აქამდე კომპანიას 14 თანამშრომელი ჰყავდა, დღეს დასაქმებულთა რიცხვი 60-მდეა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ 50%-ით გაიზარდა დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება.
„ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა ჩვენი თანამშრომლების წინაშე და ასეთ პირობებში მათ ხელფასები გავუზარდეთ. გვინდა, რომ ეს სხვებისთვის მაგალითი იყოს, გვინდა, რომ ჩვენი თანამშრომლების შრომა დაფასდეს. ეს ხალხი, რომ სრულიად საქართველოსთვის მუშაობენ, როდესაც ასეთ ინოვაციურ პროდუქტს ქმნიან, ამას დაფასება სჭირდება. სახელფასო ბიუჯეტი ერთ ადამიანზე საშუალოდ 50%-ით გაიზარდა“-აღნიშნავს გიორგი ზვიადაძე.
მისი ინფორმაციით, კომპანიას დიდი გეგმები აქვს ექსპორტთან დაკავშირებითაც. დიდია ინტერესია გერმანიიდან, ვატიკანიდან, იტალიიდან. „ინო-ლაბის“ თანადამფუძნებელი იმედოვნებს, რომ ბიზნესომბუდსმენთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად, მას შემდეგ, რაც საქართველოში პროდუქტზე მოთხოვნა იმაზე ნაკლები იქნება, ვიდრე შიდა წარმოება, კომპანია „ინო-ლაბი“ ექსპორტის განხორციელებას შეძლებს.
„ჩვენ ვამაყობთ, რომ ეს ქართული პროდქუციაა, ასევე მოგვეცა საშუალება, რომ საქართველოს სახელი მის ფარგლებს გავიტანოთ და ეს ჩვენი უახლესი ტექნილოგიები ექსპორტირებული იქნას. მივესალმებით როგორც ქვეყნის შიგნით დისტრიბუტორების არსებობას, ისე სხვადასხვა ქვეყანაში ექსპორტს. ერთ-ერთი ბერკეტი, რომელიც დღეს ქვეყანას ამ სიტუაციიდან ადვილად გამოიყვანს და ის, რაც დღეს ქვეყანას სჭირდება არის უცხოური ვალუტის შემოდინება. შესაბამისად, მთავრობისგან ექსპორტი ხელშეწყობილი უნდა იყოს. ჩვენ ღია ვართ თანამშრომლობისთვის და მადლიერი ვიქნებით, თუ შევძლებთ რაც შეიძლება ბევრ ქვეყანაში ექსპორტს და წარმოების გახსნას “-აცხადებს გიორგი ზვიადაძე.