საქართველო 11-ჯერ უფრო მეტ პომიდორს ყიდულობს, ვიდრე ყიდის. საქსტატის მონაცემებით, ქვეყანამ ექსპორტზე 2022 წლის პირველ ნახევარში 1 365 160 დოლარის (1 247 ტონა) პომიდორი (ახალი ან გაცივებული) გაიტანა, რაც 38%-ით ნაკლებია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ამავე პერიოდში საქართველოში 4 954 920 დოლარის (14 331 ტონა) პომიდორია იმპორტირებული და მაჩვენებელი ერთი წლის განმავლობაში 24%-ით არის გაზრდილი.
ქართული პომიდვრის ძირითადი საექსპორტო ბაზარი რუსეთია, სწორედ რუსეთში გაიყიდა ქართული საექსპორტო პომიდვრის 65.83%, პირველ სამეულში შედის ასევე სომხეთი და ბელორუსი.
იმპორტიორ ქვეყნებში კი თურქეთი ლიდერობს 98.7%-ით, მას მოსდევს აზერბაიჯანი და ირანი.