საქართველო 2021 წლის მსოფლიო რეიტინგებში

საქართველო 2021 წლის მსოფლიო რეიტინგებში

access_time2021-12-30 10:00:04

2021 წელს, პანდემიის და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, საქართველოს პოზიცია სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებში ძირითადად მცირედით უმჯობესდებოდა, ან იგივე რჩებოდა. თუმცა საამაყოდ ეკონომიკური გუნდისთვის ეს ცვლილებაც საკმარისი იყო.



„საქართველომ ეკონომიკური შოკებისადმი მდგრადობის უზრუნველყოფით შეძლო შეენარჩუნებინა სუვერენული საკრედიტო რეიტინგი, იმ ფონზე როცა გაუარესდა არაერთი ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი. სამივე სარეიტინგო კომპანიის (Fitch, S&P, Moodys’) შეფასებით, საქართველომ უზრუნველყო რეიტინგის შენარჩუნება პანდემიამდე მაჩვენებლის დონეზე და კრიზისის დაძლევა რეიტინგის გაუარესების გარეშე“, – აცხადებდა ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.



თუმცა აღსანიშნავია, რომ Fitch-ის რეიტინგი BB- 2007 წელს გახდა და 14 წელიწადია ერთი ადგილის ირგვლივ ვტრიალებთ. 2008-2011 წლებში რუსეთთან ომისა და მსოფლიო ფინანსური კრიზისის გამო B+ -მდე ჩამოვქვეითდით და მხოლოდ 2014 წელს აღვიდგინეთ BB-, 2019 წელს ყველზე მაღალი BB პირველად გახდა. დაახლოებით მსგავსი სურათია Standard and Poor’s-ის და Moody’s-ის შემთხვევაშიც: 2011 წლის BB მინუსიდან 2019 წელს BB-მდე დავწინაურდით და ერთ წრეზე ვტრიალებთ.



2021 წელს საქართველო მსოფლიო ეკონომიკურ რეიტინგებში ასე გამოიყურებოდა:



S&P-ის რეიტინგი



სარეიტინგო სააგენტო S&P Global-მა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელ, „BB” დონეზე დატოვა. სააგენტოს მიერ განსაზღვრული „ნეგატიური“ პერსპექტივა, ძირითადად, გამოწვეულია გლობალურად, ტურიზმის აღდგენის შედარებით ნელი პერსპექტივიდან გამომდინარე. S&P Global-ის შეფასებით, ტურიზმის აღდგენა მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოში, შედარებით ნელი ტემპებით მოხდება, ვიდრე ამას დასაწყისში ელოდნენ.



Fitch-ის რეიტინგი



სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა კვლავ დაადასტურა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე, ხოლო რეიტინგის პერსპექტივა „ნეგატიურიდან“ „სტაბილურამდე“ გააუმჯობესა. ამით საქართველო დაუბრუნდა პანდემიამდელ მაჩვენებელს.



სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, 2022-2023 წლებში, ტურიზმის სწრაფი აღდგენის და ინვესტიციების ზრდის ფონზე, ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 5.4% იქნება. Fitch-ის პროგნოზით, ბიუჯეტის დეფიციტი 2022 წელს 5.1%დე, ხოლო 2023 წელს 3.3%-მდე შემცირდება.




Moody’s-ის რეიტინგი



საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s-მა საქართველოს რეიტინგი Ba2-ზე, ხოლო პერსპექტივა - სტაბილურზე შეუნარჩუნა. რეიტინგისა და პერსპექტივის სტაბილურზე შენარჩუნება განპირობებულია ფისკალური და მონეტარული ინსტიტუტების არსებული განვითარებით, რომელმაც პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ ვარდნაზე მაკროეკონომიკური პოლიტიკის ეფექტური რეაგირება გახადა შესაძლებელი. მათი ინფორმაციით, ასევე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ოთხწლიანი გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის პროგრამის ფარგლებში განხორციელებულმა სტრუქტურულმა რეფორმებმა, შოკების მიმართ ეკონომიკის მოქნილობას შეუწყო ხელი.



Heritage Foundation „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი“



Heritage Foundation „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი“ 2021 წლის კვლევის მიხედვით, საქართველო მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის 77.2 ქულით მე-12 პოზიციაზე „უმეტესად თავისუფალი“ სტატუსით, ხოლო რეგიონის 44 ქვეყანას შორის მე-7 ადგილზეა.



სინგაპური, ახალი ზელანდია, ავსტრალია, შვეიცარია და ირლანდია – ეს ის ქვეყნებია, რომელთა ქულებიც 80-ს აღემატება და „სრული ეკონომიკური თავისუფლების“ მქონე სახელმწიფოთა კატეგორიაში არიან.



Heritage Foundation-ის განმარტებით, საქართველოს ასეთი წარმატება განაპირობა მრავალწლიანმა რეფორმებმა კორუფციის წინააღმდეგ, რეგულაციების შემცირებამ და საგადასახადო სისტემის გამარტივებამ.



მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგი



Fraser institute-ის 2021 წლის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში საქართველო 3 პოზიციით დაწინაურდა და მსოფლიო ლიდერთა ათეულში 8.26 ქულით მე-5 ადგილი დაიკავა. 2020 წლის ანგარიშში საქართველო 8.24 ქულით მე-8 პოზიციაზე იყო.



„მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგი 165 ქვეყანას აფასებს. რეიტინგი ქვეყნებს ხუთი ძირითადი მიმართულებით არჩევს. რეიტინგის TOP-5 ქვეყანა 2021 წლის ანგარიშის თანახმად იყო: 1) ჰონგ-კონგი – 8.91 ქულა; 2) სინგაპური – 8.81 ქულა; 3) ახალი ზელანდია – 8.56 ქულა; 4) შვეიცარია – 8.48 ქულა; 5) საქართველო – 8.24 ქულა.



Freedom House-ის ანგარიში „თავისუფლება მსოფლიოში 2021“



საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის ყოველწლიური ანგარიშის („თავისუფლება მსოფლიოში 2021“) თანახმად, საქართველოს რეიტინგი შარშანდელთან შედარებით ერთი პუნქტით გაუარესდა.



ანგარიში 2021 წლის 3 მარტს გამოქვეყნდა და ასახავს 2020 წელს მსოფლიოში დემოკრატიის კუთხით არსებულ ვითარებას.„ფრიდომ ჰაუსი“ ქვეყნებში თავისუფლების ხარისხს სამი კატეგორიით ზომავს: თავისუფალი, ნაწილობრივ თავისუფალი და არათავისუფალი. საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების ჩამონათვალშია.



რეიტინგში 0 ქულა „ყველაზე არათავისუფალს“ შეესაბამება, 100 ქულა – „ყველაზე თავისუფალს“. Freedom House-ის რეიტინგში საქართველოს პოზიცია 2018 წლიდან (64 ქულა) ეტაპობრივად უარესდება.



აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკმა მიმდინარე წელს შეწყვიტა ყოველწლიური რეიტინგის Doing Business გამოქვეყნება, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ბიზნესის კეთების პირობებს ეძღვნებოდა. ამის მიზეზი ის დარღვევები გახდა, რომლებიც წინა წლებში რეიტინგების შედგენისას იყო დაშვებული. Doing Business 2020 რეიტინგში საქართველო მე–7 ადგილს იკავებს 190 ქვეყნიდან. საუკეთესო შეფასების ზღვართან მიახლოებით (DTF) ქვეყნის ქულამ ისტორიული მაქსიმუმი - 83.7 ქულა შეადგინა (0.2 პუნქტიანი გაუმჯობესება).


ნინო თამაზაშვილი


თეგები:
რეიტინგი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up