როგორ გამოიყურება საქართველო 2022 წლის მსოფლიო რეიტინგებში

როგორ გამოიყურება საქართველო 2022 წლის მსოფლიო რეიტინგებში

access_time2022-12-22 10:00:40

2022 წელს, რუსეთ-უკრაინის ომის და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, საქართველოს პოზიცია სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, მაგრამ ხელისუფლების ეკონომიკური გუნდის სიამაყისთვის ესეც საკმარისი აღმოჩნდა.



საინტერესოა, რომ Fitch-ის რეიტინგშო საქართველო BB- 2007 წელს გახდა და 14 წელიწადია ერთი ადგილის ირგვლივ ვტრიალებთ. 2008-2011 წლებში რუსეთთან ომისა და მსოფლიო ფინანსური კრიზისის გამო B+ -მდე ჩამოვქვეითდით და მხოლოდ 2014 წელს აღვიდგინეთ BB-, 2019 წელს ყველზე მაღალი BB პირველად გახდა. დაახლოებით მსგავსი სურათია Standard and Poor’s-ის და Moody’s-ის შემთხვევაშიც: 2011 წლის BB მინუსიდან 2019 წელს BB-მდე დავწინაურდით და ერთ წრეზე ვტრიალებთ.



2022 წელს საქართველო მსოფლიო ეკონომიკურ რეიტინგებში ასე გამოიყურებოდა:



S&P-ის რეიტინგი

სარეიტინგო სააგენტო S&P Global-მა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელ, „BB” დონეზე დატოვა. S&P აცხადებს, რომ რუსი მიგრანტების მნიშვნელოვანი რაოდენობა, ასევე გაზრდილი ტურიზმი საქართველოს ადგილობრივი მოთხოვნის სტიმულირებას ახდენს. არსებულ რეალობაში საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგთან ერთად უცვლელია საკრედიტო რეიტინგის „სტაბილური” მოლოდინი. 



Fitch-ის რეიტინგი

საქართველოს მაჩვენებელი Fitch-ის შეფასებით, ერთ-ერთი ყველაზე მაღალია „BB“ რეიტინგის კატეგორიაში, თუმცა ქულები ბოლო წლებში მცირდება. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ არსებობს პოლიტიკური რისკები, რომლებიც 2024 წლის მოახლოებულ არჩევნებთან არის დაკავშირებული, რაშიც რუსეთთან და ევროკავშირთან ურთიერთობა გამყოფი საკითხებია.


Fitch-ის შეფასებით, საზოგადოებრივი მოხმარების სატაბილურობა, ექსპორტის სტაბილური მოთხოვნა და ტურიზმის მუდმივი აღდგენა ხელს შეუწყობს მშპ-ს ზრდის 5.3%-ზე შენარჩუნებას 2023 წელს, ხოლო 4.7%-ზე 2024 წელს.




Moody’s-ის რეიტინგი

Moody's Investors Service-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი „სტაბილურიდან“ „ნეგატიური“ Ba2 დონემდე შეამცირა. სააგენტოს შეფასებით, ეს გადაწყვეტილება უკრაინის ომით გამოწვეულ გაზრდილ გეოპოლიტიკურ საფრთხეებს, ასევე, „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის გამო რუსეთთან დაძაბულობას და რეგიონში რუსეთის არაპროგნოზირებად სტრატეგიულ ზრახვებს ასახავს.



Heritage Foundation „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი“

The Heritage Foundation-ის 2022 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველომ მთელი 14 პოზიციით დაიხია უკან და 26-ე პოზიციამდე ჩამოქვეითდა. ასეთი მკვეთრი ვარდნა საქართველოს არცერთი წლის ინდექსში არ ჰქონია.

ორგანიზაციის შეფასებით, 0-დან 100-მდე სკალაზე საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების დონე 71.8 ქულით ფასდება, 2021 წელს ეს მაჩვენებელი 77.2 ქულა იყო. საქართველოს შედეგის გაუარესება რეიტინგის შემადგენელ თითქმის ყველა კრიტერიუმში პოზიციის ვარდნას უკავშირდება. თუკი 2021 წელს ქართული სასამართლოს ეფექტიანობა 59.3 ქულით ფასდებოდა, ის ახლა 56.4 ქულაზეა. ყველაზე დიდი 27-ქულიანი ვარდნა საქართველოს ფისკალური სიჯანსაღის კომპონენტში ჰქონდა, რაც გაზრდილ ვალს და საბიუჯეტო დეფიციტს უკავშირდება.



მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგი

Fraser institute-ის 2021 წლის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში საქართველო 3 პოზიციით დაწინაურდა და მსოფლიო ლიდერთა ათეულში 8.26 ქულით მე-5 ადგილი დაიკავა. 2020 წლის ანგარიშში საქართველო 8.24 ქულით მე-8 პოზიციაზე იყო.

„მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგი 165 ქვეყანას აფასებს. რეიტინგი ქვეყნებს ხუთი ძირითადი მიმართულებით არჩევს. რეიტინგის TOP-5 ქვეყანა 2021 წლის ანგარიშის თანახმად იყო: 1) ჰონგ-კონგი – 8.91 ქულა; 2) სინგაპური – 8.81 ქულა; 3) ახალი ზელანდია – 8.56 ქულა; 4) შვეიცარია – 8.48 ქულა; 5) საქართველო – 8.24 ქულა.



საქართველო საბანკო სესხის საპროცენტო განაკვეთი რეიტინგში


მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, 2021 წლის ბოლოს საქართველოში ბანკების მიერ გაცემულ სესხებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 12.5% იყო და ამ მაჩვენებლით საქართველო რეიტინგში შემავალ 131 ქვეყანას შორის 32-ე ადგილს იკავებდა. ეს ნიშნავს, რომ საქართველოზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი იყო 31 ქვეყანაში, ხოლო დაბალი განაკვეთი – 99 ქვეყანაში. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2011-2019 წლებში საქართველოში საპროცენტო განაკვეთებს შემცირების ტენდენცია ჰქონდა, 2011 წელს საშუალო განაკვეთი 15% იყო და თანდათანობით 10.8%-მდე შემცირდა. თუმცა 2020 წლიდან, პანდემიის გამო, საპროცენტო განაკვეთი 12.5%-მდე გაიზარდა და 2016 წლის მდგომარეობას დაუბრუნდა.



საქართველო მთავრობის ვალის რეიტინგში

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ 2022 წლის 14 ოქტომბერს გამოქვეყნებული ახალი მონაცემების მიხედვით, 2022 წლის ბოლოს საქართველოს მთავრობის ვალი მშპ-ის მიმართ 39.8% იქნება და ვალის ტვირთის ამ მაჩვენებლით საქართველო 188 ქვეყანას შორის 141-ე ადგილზეა. საქართველოზე მძიმე დავალიანება 140 ქვეყანას აქვს, 47 ქვეყანა კი ნაკლებ ვალებშია. 2020 წელს საქართველო რეიტინგში 92-ე ადგილზე იყო, 2021 წლის ბოლოს კი 124-ე ადგილზე.

2022 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს მთავრობის ვალი 27.6 მლრდ ლარია, რაც მშპ-ის დაახლოებით 41%-ია. ცნობისათვის, 2021 წლის ბოლოს მთავრობის ვალი მშპ-ის მიმართ 49.5% იყო. მიმდინარე წელს მშპ-ის მიმართ ვალის ტვირთის მნიშვნელოვანი კლება (8.5% პუნქტით) იანვარ-აგვისტოში დაფიქსირებულმა ნომინალური მშპ-ის 20%-მდე ზრდამ და ლარის გამყარებამ განაპირობა. ვინაიდან მთავრობის ვალის 76% უცხოურ ვალუტაშია, ლარის კურსის გამყარება ლარში გამოხატულ ვალს ამცირებს.



საქართველო საკუთრების დაცვის ინდექსში


საკუთრების დაცვის ინდექსში მიხედვით, რომელიც 2022 წლის მდგომარეობას ასახავს, საქართველო 129 ქვეყნიდან 72-ე ადგილზეა 4.67 ქულით. 2021 წელს გამოქვეყნებულ რეიტინგში საქართველო 67-ე ადგილზე იყო 5.33 საქართველოს ქულა 0.7-ით შემცირდა და რეიტინგში ხუთი ადგილით ჩამოქვეითდა. საქართველოს ქულის შემცირება სამართლებრივმა და პოლიტიკურმა გარემომ და ფიზიკური საკუთრების დაცვის ქულების კლებამ განაპირობა. ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ქულა უცვლელი დარჩა. თუმცა საქართველოს ყველაზე ცუდი მდგომარეობა ინტელექტუალური საკუთრების დაცვის კუთხით აქვს – 3.89 ქულა და ამ კომპონენტით 129 ქვეყანას შორის 112-ე ადგილზეა. ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ქვეკომპონენტში საქართველოს ყველაზე დაბალი ქულა – 1.90 საავტორო უფლებების დაცვაში აქვს.


თეგები:
რეიტინგები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up