ავიაკომპანია „ეარბალტიკი“ ტურისტული სეზონის საუკეთესო მიმართულებებს უწევს რეკომენდაციას. ზაფხულის ტურისტული სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით კომპანიის ბლოგზე სტატია გამოქვეყნდა. „ეარბალტიკის“ ნუსხაში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების გარდა საქართველოც მოხვდა. ამ ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.
„ძალიან ადვილია ამ ქვეყნის შეყვარება, რომლის მონახულებაც პირველი ივლისიდან შესაძლებელი ხდება. ეწვიეთ საქართველოს მთავრობის ვებგვერდს, სადაც ტურისტებისთვის ყველა საჭირო ინფორმაცია არის მოცემული, მოგზაურობის შეზღუდვებთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია სტატიაში.
ავიაკომპანია მკითხველებს კახეთის რეგიონის, თბილისისა და მცხეთის მონახულებას ურჩევს და ხაზს უსვამს საქართველოს კულინარიული და ღვინის ტურების განსაკუთრებულობას.
imedinews.ge