საქართველო ახლაც ევროპაშია და მომავალშიც ასე იქნება - აკა სინჯიკაშვილი

საქართველო ახლაც ევროპაშია და მომავალშიც ასე იქნება - აკა სინჯიკაშვილი

access_time2023-03-08 20:00:07

ბლოგერი აკა სინჯიკაშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და ერთ ძველ ისტორიას იხსენებს.


„ძველი ამბავი გამახსენდა და... მირაფლორესში ქუჩის ჭადრაკი ძალიან პოპულარულია. პირდაპირ ასე, ქუჩაში თამაშობენ ყველანაირი ერის და ასაკის ხალხი. იქ მაღალი ხალხი ძაან უკვირთ და ავიტუზე თუ არა, ერთმა თმაგადალოკილმა პერუელმა ეგრევე დამიძახა ვითამაშოთო. ორი პარტია უმოწყალოდ რომ ვათრიე, მესამეს დაწყების წინ მკითხა საიდან ხარო. მეთქი საქართველო, ჯორჯია.


- აააჰ ამერიკა? - ეგრევე თითქოს მიხვდა, რატომ ვუგებდი.

- არა - ვეუბნები, საქართველო ქვეყანაა.



გვერდით მაგიდიდან ამათზე მაღალი და ჩემზე დაბალი თეთრი კაცი კარნახობს - როგორ არ იცი, ჯორჯია რუსეთშია.


ამაზე ცოფი, არაფერზე არ მემართება მართლა და ამ დროს, შემდეგი მაგიდიდან მაგიდიდან, მოხუცი, სათვალიანი პერუელი ამბობს - გეოგრაფია თუ არ გეცოდინებათ, მაგას ჭადრაკს ვერასოდეს მოუგებთ! საქართველო ქვეყანაა აღმოსავლეთ ევროპაში. მათ საკუთარი ენა და ანბანი აქვთ. გიორგი ქინქლაძე და შოთა რუსთაველი ჰყავთ. საქართველო ღვინის სამშობლოა. მომიბრუნდა და მეუბნება - Gamarjoba megobari.


ეს კაცი, სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი იყო, ნანდო როდრიგესი ბარანკოდან და არასოდეს ყოფილა ევროპაში.

ვიომეთ დაფაზე და მომიგო.

ჩემი აზრით,იმიტომ, რომ გეოგრაფია იცოდა!

იცოდა, რომ საქართველო, განა ევროპა გახდება. ისედაც ევროპაში არსებობდა, ახლაც ევროპაშია და მომავალშიც ასე იქნება!

აქ, საქართველოში კი რამდენმა არ იცის გეოგრაფია ძალიან ბევრმა“, დაწერა სოციალურ ქსელში აკა სინჯიკაშვილმა. 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up