საქართველო-აზერბაჯანს შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა - რას ვყიდით და ვყიდულობთ მეზობელ ქვეყანაში

საქართველო-აზერბაჯანს შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა - რას ვყიდით და ვყიდულობთ მეზობელ ქვეყანაში

access_time2022-05-01 15:00:35

საქართველო-აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის 3 თვეში საქართველოდან აზერბაიჯანში 125,358 მლ აშშ დოლარის პროდუქტი გავიდა, რაც 20,78 მლნ აშშ დოლარით მეტია, წინა წლის 3 თვის მონაცემებთან შედარებით. 2021 წლის იანვარ-მარტში, აზერბაიჯანში 104,578 მლნ აშშ დოლარის პროდუქტის ექსპორტი განხორციელდა.

რაც შეეხება იმპორტის მაჩვენებლებს, მიმდინარე წელს საქართველომ აზერბაიჯანში 230,040 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი შეიძინა, გასული წლის იანვარ-მარტში კი - 145,987 მლნ აშშ დოლარის.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ წლიურ ჭრილში, აზერბაიჯან-საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში გაიზარდა. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს ქვეყნებს შორის ბრუნვამ 954,500 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო 2021 წელს 1,130 მლრდ აშშ დოლარი.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რომელია ის ძირითადი პროდუქტები, რასაც ვყიდით და ვყიდულობთ აზერბაიჯანში.


ტოპ-10 პროდუქტი, რომელიც 2022 წლის იანვარ-მარტში საქართველომ აზერბაიჯანში შეიძინა:

  • ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები სხვა -149,187 მლნ აშშ დოლარი
  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები -33,055 მლნ აშშ დოლარი
  • წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე - 9,337 მლნ აშშ დოლარი
  • ელექტროენერგია - 9,027 მლნ აშშ დოლარი
  • ცემენტი - 6,034 მლნ აშშ დოლარი
  • ნავთობის კოქსი, ნავთობის ბიტუმი და ნავთობის გადამუშავების სხვა ნარჩენები - 3,453 მლნ აშშ დოლარი
  • შაქარი - 2,085 მლნ აშშ დოლარი
  • თაბაშირი; ანჰიდრიტი; ბათქაში - 1,233 მლნ აშშ დოლარი
  • ჩაი, არომატიზებული ან არაარომატიზებული - 1,081 მლნ აშშ დოლარი
  • ზეთი მზესუმზირისა, ალისარჩულისა ან ბამბისა და მათი ფრაქციები - 850.4 ათასი აშშ დოლარი

ტოპ-10 პროდუქტი, რომელიც 2022 წლის იანვარ-მარტში საქართველომ აზერბაიჯანში გაიტანა:

  • მსუბუქი ავტომობილები - 50,890 მლნ აშშ დოლარი
  • სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით - 8,986 მლნ აშშ დოლარი
  • სამრეწველო დამზადების სხვა თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები - 5,873 მლნ აშშ დოლარი
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 5,150 მლნ აშშ დოლარი
  • ტარა ქაღალდის, მუყაოს, ცელულოზის ბოჭკოს ბამბის ან ტილოსაგან - 4,949 მლნ აშშ დოლარი
  • ფეროშენადნობები - 3,846 მლნ აშშ დოლარი
  • კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები, მიღებული სოიოს ზეთის ექსტრაჰირებისას - 3,644 მლნ აშშ დოლარი
  • ბამბა საფეიქრო მასალებისაგან, საფეიქრო ბოჭკოები სიგრძით არა უმეტეს 5 მმ-ისა - 2,682 მლნ აშშ დოლარი
  • სატვირთო ავტომობილები - 2,634 მლნ აშშ დოლარი
  • წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 2,539 მლნ აშშ დოლარი

წყარო: "ბიზნესპრესნიუსი"




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up