საქართველო-აზერბაიჯანი-ირანი ახალ სატრანზიტო მარშრუტს ხსნიან - როგორ ითარგმნება ეს ეკონომიკაში

საქართველო-აზერბაიჯანი-ირანი ახალ სატრანზიტო მარშრუტს ხსნიან - როგორ ითარგმნება ეს ეკონომიკაში

access_time2021-12-12 17:00:43

აზერბაიჯანი, ირანი და საქართველო აამოქმედებენ სატრანზიტო მარშრუტს, რომელიც სპარსეთის ყურეს შავ ზღვასთან დააკავშირებს. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, შეთანხმება მიღწეულია: მომდევნო ოთხის თვის განმავლობაში ირანიდან წამოვა საპილოტე ტვირთები, ასტარას სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით შემოვა აზერბაიჯანში, შემდეგ საქართველოში და შავი ზღვის პორტებიდან ტვირთი წავა ბულგარეთის და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების დანიშნულებით. პროექტის საპილოტე ფაზა უნდა განხორციელდეს 2022 წლის 20 მარტამდე, რათა გამოვლინდეს შემაფერხებელი პრობლემები აღნიშნულ მარშრუტზე.

"პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის" პრეზიდენტი, დავით გოჩავა, "კომერსანტს" უხსნის, რომ ეს დერეფანი საქართველოსთვის ეკონომიკურად მომგებიანი იქნება, თუმცა ამ პროექტში ხელისშემშლელი ფაქტორები შესაზლოა იყოს შემდეგი: წმინდა ლოგისტიკურ პრობლემები, როგორიცა სასაზღვრო-გამშვები პუნქტების მუშაობის დაბალი ეფექტიანობა, საბაჟო პროცედურების დუბლირება საზღვრის ორივე მხარეს, სატრანსპორტო საშულების გადაადგილების დაბალი სიჩქრე და სხვა.

დაით გოჩავა ამბობს, რომ ირანი-აზერბაიჯანის დერეფნის ჩაბმა ბევრად უფრო აწყობს საქართველოს, ვიდრე "ზანგეზურის დერეფნის", რადგან აზერბაიჯანის და ირანის დაკავშირებით ტვირთების გადაზიდვას საქართველოს პორტებამდე ბევრად უფრო სწრაფად მოხდება, ვიდრე ირანის და სომხეთის სარკინიგზო ქსელების დაკავშირების შემთხვევაში. გარდა ამისა, „ზანგეზურის დერეფნით“ გადაზიდვებზე სრული კონტროლი ექნება რუსეთს თანახმად ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადებისა, სადაც პირდაპირ წერია: „კონტროლს სატრანსპორტო მიმოსვლაზე განახორციელებენ რუსეთის ФСБ-ს სასაზღვრო სამსახურის ორგანოები“.

"საქმე იმაშია, რომ ირანის სარკინიგზო სისტემის დაკავშირება აზერბაიჯანის სარკინიგზო სისტემასთან გადასასვლელის „ასტარა - ასტარა“ მეშვეობით, და ტვირთების გადაზიდვა საქართველოს შავი ზღვის პორტებამდე დროში უფრო სწრაფად განხორციელებადი პროექტია, ვიდრე ირანის და სომხეთის სარკინიგზო სისტემების დაკავშირება და ამის შემდეგ საქართველოს სარკინიგზო ქსელით ტვირთის მიტანა იმავე პორტებამდე. პირველი პროექტი დაფინანსებულია: აზერბაიჯანს გადახდილი აქვს უკვე ნახევარი მილიარდი დოლარი; უბრალოდ ირანმა შეაჩერა ეს პროექტი გასაგები მიზეზების გამო. ახლა ურთიერთობა ირანსა და აზერბაიჯანს შორის მოგვარდა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორცილება როგორც საავტომობილო, ისე სარკინიგზო სფეროში გააქტიურდა. სხვა ვითარებაა მეორე პროექტის შემთხვევაში. ირანსა და სომხეთს შორის სარკინიგზი ქსელების დაკავშირების სამი ვერსია არსებობს, მაგრამ ჯერ არაა შერჩეული პრიორიტეტული პროექტი. არც დაფინანსების წყარო ჩანს, რადგან მისი მოცულობა გაცილებით მეტია ირანი-აზერბაიჯანის რკინიგზების დაკავშირების ხარჯებზე - ის სხვადასხვა შეფასებებით 3.2 მილიარდ დოლარს უტოლდება. ირანს თავის ტერიტორიაზე დაახლოებით 90 კმ სიგრძის სარკინიგზო ხაზის მშენებლობა მოუწევს, სომხეთს - 120 კმ სიგრძის, " - ეუბნება დავით გოჩავა "კომერსანტს".


ექსპერტების აბსოლუტური უმრავლესობა ხაზს უსვამს, რომ ეს პროექტი კიდე უფრო აძლიერებს ანაკლიის პორტის როლს და მის აუცილებლობას საქართველოსთვის, რადგან ჩნდება კიდევ ერთი პერსპექტივა ამ მარშრუტით ირანის პორტებიდან ანაკლიამდე საინტერესო სოლიდური საქონელბრუნვისთვის.

იმისთვის, რომ უკეთ დავინახოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ირანისთვის ამ ახალი სატრანზიტო მარშრუტის ამოქმედება და შაბ ზღვაზე გასასვლელის გაჩენა, უნდა ვიცოდეთ  რა ხდება აზერბაიჯანირანის პირდაპირ სარკინიგზო ხაზზე და სომხეთ-ირანის პიორდაპირ სარკინიგზო ხაზზე: აზერბაიჯანი-ირანის პირდაპირი სარკინიგზო ხაზის მშენებლობაში ნახევარი მილიარდი დოლარი ჩადო აზერბაიჯანის სახელმწიფომ, თუმცა ის ირანმა შეაჩერა ყარაბაღის ომის შედეგების გამო... ახლა როგორც ჩანს, რაღაც შეთანხმებას მიაღწიეს. რაც შეეხება, სომხეთ-ირანის პირდაპირ სარკინიგზო ხაზს, ის არსებობს, თუმცა ახლა არ ფუნქციონირებს, აღსადგენია. მისი ნაწილი აყრილია, ნაწილი კი - ირანის მიერ აშენებული კაშხლის გამო დატბორილია და სხვა გზა უნდა აშენდეს, რაც რთული რელიეფიის გამო პრობლემაა.


აზერბაიჯანი, ირანი და საქართველოს ახალ სატრანზიტო მაგისტრალს ექსპერტების ცალსახად დადებითად აფასებენ საქართველოსთვის, მაგრამ აღნიშნავენ იმასაც, რომ საქართველოსთვის ასევე პრიორიტეტული უნდა იყოს სომხეთის ე.წ. მეღრის კორიდორის გახსნა და ბენდერ-აბასის და შემდგომში ანაკლიის/ლაზიკის პორტის დაკავშირება ერთმანეთთან. მათი მტკიცებით საქართველოს პირდაპირ ინტერესში შედის ჩინური ტვირთების საზღვაო გზით მოტანა ბენდერ-აბასამდე და მერე გზის ტვირთის ზიდვის გაგრძელება რკინიგზით, ან კიდევ უკეთესი, იმის მსგავსი ინოვაციური მეთოდის გამოყენებით, კონტეინერების ახალი გადაზიდვის შესაძლებლობით.

შეგახსენებთ, ირანმა, აზერბაიჯანმა და საქართველომ სპარსეთის ყურეს შავ ზღვასთან დამაკავშირებელი სატრანზიტო მარშრუტის ორგანიზებაზე შეთანხმებას წინა კვირას მიაღწიეს. გეგმა ჯერ კიდევ რვა წლის წინ შემუშავდა, თუმცა ამ დრომდე მხარეებს შორის შეთანხმება ვერ ხერხდებოდა.

„აზერბაიჯანის და საქართველოს წარმომადგენლებთან ორი შეხვედრის შემდეგ, ჩვენ მათ შევთავაზეთ ახალი სატრანზიტო დერეფნის შექმნის ინიციატივა რეგიონული კონვერგენციისთვის. შეთანხმების მთავარი მხარეები საქართველო და ირანი არიან, რადგან ირანი თავისუფალ წყლებს სპარსეთის ყურის გავლით უკავშირდება, ხოლო საქართველოს ორი მნიშვნელოვანი სავაჭრო პორტი აქვს შავი ზღვის აღმოსავლეთით. მეორე მხრივ, საქართველომ და აზერბაიჯანმა დიდი ძალისხმევა ჩადეს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და განვითარებაში, ამიტომ ჩვენ ვეცადეთ, ამ ორ ქვეყანასთან თანამშრომლობა გაგვეფართოებინა, - განაცხადა საერთაშორისო ტრანზიტისა და ტრანსპორტის დეპარტამენტის ირანული ორგანიზაცია RMTP-ის გენერალურმა დირექტორმა, ჯავად ჰედაათიმ და ხაზი გაუსვა, რომ ახალი მარშრუტის შექმნა სპარსეთის ყურეს შავ ზღვასთან დააკავშირებს. მისივე განცხადებით, შეთანხმების თანახმად, პირველ რიგში, მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში საპილოტე ტვირთები ირანიდან გაიგზავნება ირანული საქონლის აზერბაიჯანში მიტანისთვის ასტარას საზღვრის გავლით, ასევე შავი ზღვით ბულგარეთში ან აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში საქართველოს პორტების გავლით.

„ვცდილობთ ამ პროექტის საპილოტე ფაზა წლის ბოლომდე დავასრულოთ ( ირანული კალენდრით [2022 წლის 20 მარტი), რათა დაბრკოლებების და პრობლემების იდენტიფიცირება განხორციელდეს და საბოლოოდ, სამ ქვეყანას შორის შეიქმნას მექანიზმი, რომელიც შეამცირებს მიწოდების ღირებულებას და დროს, - განაცხადა ჯავად ჰედაათიმ.


ცნობისთვსის, ექსპერტების ნაწილი რეგიონულ ჭრილში ლოგისტიკაზე საუბრისას ყურადღებას ამახვილებს აზერბაიჯანი-თურქეთის აქტიურობაზე. ლოგისტიკის ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკური და ლოჯისტიკური დამოკიდებულება აზერბაიჯან - თურქეთის ტანდემის მიმართ, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისათვის საშიშ ნიშნულს მიუახლოვდა. შესაბამისად, ანალიტიკოსები ამტკიცებენ, რომ სამხრეთ კავკასიაში პოლიტიკურ - ეკონომიური ბალანსისის აღდგენა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ამოცანა უნდა იყოს, რაც პოლიტიკურ, ეკონომიური, ლოჯისტიკური დივერსიფიკაციის გზით უნდა იქნას მიღწეული.


ავტორი: ბელა გელაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up