საქართველო-აზერბაიჯანი-ირანის სატრანზიტო დერეფანი სატესტო რეჟიმში ამუშავდა

საქართველო-აზერბაიჯანი-ირანის სატრანზიტო დერეფანი სატესტო რეჟიმში ამუშავდა

access_time2021-12-23 17:00:25

ირანის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ახალი სატრანსპორტო დერეფანი სატესტო რეჟიმში ამოქმედდა, რომელიც სპარსეთის ყურეს შავ ზღვასთან აკავშირებს. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული სააგენტო Trend ავრცელრბს.



ირანის საავტომობილო გზებისა და ტრანსპორტის ორგანიზაციის საერთაშორისო ტრანზიტის სამმართველოს გენერალური დირექტორი ჯავად ჰედაიათი აცხადებს, რომ ახალი დერეფნის გაშვება ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების გაღრმავებას ისახავს მიზნად. მისი თქმით, ტვირთის გადაზიდვის სატესტო რეჟიმის დასრულების შემდეგ, გაიმართება სამმხრივი შეხვედრა, სადაც მხარეები ტრანსპორტირების გამარტივების დეტალებზე შეთანხმდებიან.



ჯავად ჰედაიათი მიიჩნევს, რომ ამ დერეფნის მეშვეობით სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და ინდოეთის ქვეყნები აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპას დაუკავშირდებიან, რაც რეგიონის ქვეყნებს შორის სახმელეთო სატრანსპორტო მიმოსვლას გააფართოვებს.




„ამ დერეფნის გავლით 20 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვა იგეგმება, ხოლო 20-წლიან პერიოდში ეს მაჩვენებელი წელიწადში 50 მილიონ ტონამდე გაიზრდება“, - აცხადებს ჯავად ჰედაიათი.



თავრიზში აზერბაიჯანის გენერალური კონსულის, ალიანაგი ჰუსეინოვის თქმით, ახალი დერეფანი ირანს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას ხელს შეუწყობს და ამ ქვეყნების ეკონომიკურ პოტენციალს მნიშვნელოვნად გააძლიერებას.



„ამ დერეფნის გამოყენება შავი ზღვის გავლით ევროპასთან ვაჭრობის შესაძლებლობას შექმნის და საქონლის გადაზიდვის მანძილს შეამცირებს. ახალი დერეფნის ამოქმედება უახლოეს მომავალში დადებითად აისახება სავაჭრო ბრუნვაზე, როგორც რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ“, - აცხადებს ალიანაგი ჰუსეინოვი.



სპარსეთის ყურე-შავი ზღვის მარშრუტით, სამი ქვეყნის 144 სატვირთო მანქანა სატესტო რეჟიმში ირანის ჩრდილო-დასავლეთ პროვინციის ქალაქ თავრიზიდან გავიდა.



bpn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up