საქართველო-აზერბაიჯანის კომბინირებული ტურპაკეტები მზადაა

საქართველო-აზერბაიჯანის კომბინირებული ტურპაკეტები მზადაა

access_time2021-10-17 15:00:47

საქართველო-აზერბაიჯანის კომბინირებულ ტურისტულ პაკეტებზე მუშაობა განახლდა. ამის შესახებ "კომერსანტს" აზერბაიჯანის შოურუმში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, შოურუმი აქტიურად შეუდგა მუშაობას აზერბაიჯანის, როგორც ტურისტული მიმართულების, პოპულარიზაციაზე და პარალელურად მუშაობენ, საქართველო-აზერბაიჯანის კომბინირებულ ტურისტულ პაკეტებზეც.

"პოსტპანდემიურ პერიოდში კვლავ ვახდენთ აზერბაიჯანის, როგორც ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციას, ასევე აქტიურად ვმუშაობთ საქართველოსა და აზერბაიჯანის კომბინირებულ ტურისტულ პაკეტებზე. როგორც ონლაინ ფორუმებში ასევე შოურუმში აქტიურად ხდება კომბინირებული სამოგზაურო პაკეტების დარეკლამება. დარწმუნებული ვართ ამ პაკეტებზე მოთხოვნა  გაიზრდება, როგორც კი პანდემიის პირობები შემსუბუქდება ორივე ქვეყანა სრული მობილიზებით განაგრძნობს თანამშრომლობას და ტურისტების მოზიდვას,. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ, აზერბაიჯანი აქტიურად ავითარებს ყარაბაღის ტურისტულ მიმართულებას. ამ მომენტისთვის აქცენტი გადატანილია შუშაზე. ამ ქალაქში ცოტა ხნის წინ იმყოფებოდნენ კიდეც ქართველი ჟურნალისტები და გააცნეს შუშის სამოგზაურო-სანახაობრივი პოტენციალი. ქართველი ჟურნალისტებისა და ცნობილი საზოგადო აქტივისტების აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტი საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებითა და SOCAR-ის წარმომადგენლობის მხარდაჭერით განხორციელდა,. ამგვარი აქტივობები, ერთმანეთის ტურისტული პოტენციალის უკეთ შესწავლა და ცოდნა დაეხმარება მხარეებს, უფრო მეტად დააინტერესონ მესამე ქვეყნების წარმომადგენლები თბილისიდან ჩავიდნენ ბაქოში და პირიქით. ასე რომ დარწმუნებული ვართ, აზერბაიჯანი-საქართველოს კომბინირებულ ტურებზე მოთხოვნა წამოვა," - ამბობს თბილისში მოქმედი აზერბაიჯანული შოურუმის მენეჯერი მარიამ ნათაძე. 


პოზიტიური და ოპტიმისტურია ამ წამოწყებაზე ტურიზმის ექსპერტების შეფასებაც.  სფეროს სპეციალისტების განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ერთობლივი ტურისტული პაკეტის შემუშავება მნიშვნელოვნად შუწყობს ხელს, რომ აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეებმა მიმოსვლა გააქტიურონ და სხვა ქვენების ტურისტებიც მოიზიდონ. მანანა ალადაშვილის აზრით, ამის  შესაძლებლობას იძლევა ,,იუნესკოს" ძეგლები, დაცული ტერიტორიები და სხვადასხვა ტიპის ღირშესანიშნაობები, რომლებიც მრავლადაა ორივე ქვეყანაში. ალადაშვილი დარწმუნებულია, რომ ერთობლივი პროექტისგან ქვეყნები საკმაოდ დიდ სარგებელს ნახავენ, რაც ტურიზმის ინდუსტრიისთვის სერიოზული სტიმული გახდება. ამ კონტექსტში ექსპერტი შენიშნავს, რომ საქართველოში შემოსული ტურისტების 40% აზერბაიჯანელებია. ალადაშვილს არც ის გამოპარვია, რომ ბოლო დროს მოთხოვნა გაძლიერდა ქოს-ტურებზე, რომელიც რამდენიმე ქვეყანაში სტუმრობას გულისხმობს. ალადაშვილს აქვს რეკომენდაციაც. მისი აზრით, ერთობლივ ტურისტულ პაკეტში განასაკუთრებული ადგილი ღია სივრცეებსა და ბუნებაზე უნდა დაეთმოს. 

,,აზერბაიჯანი ფინანსურად ძლიერი ქვეყანაა და ვფიქრობთ, რომ ამ საქმეში კარგი ინვესტიციები ჩაიდება, ძალიან საინტერესო იდეაა, რომელიც შედეგს ნამდვილად მოიტანს", - აცხადებს მანანა ალადაშვილი.

ერთობლივი ტურისტული პროექტის იდეას  ერთმნიშვნელოვნად იწონებს ტურიზმის ექსპერტი, პროფესორი, ნიკა კვარაცხაელიაც.

,,მწერლები, საზოგადო მოღვაწეების სახლები, მეჩეტები,  ეს ყველაფერი საინტერესო სანახაობაა აზერბაიჯანელი ტურისტებისთვის. კარგია, რომ ტურიზმის დარგში ერთობლივი პროექტები განხორციელდება. ამის პოტენციალი ნამდვილად დიდია. უფრო ალბათ ისტორიული ტურისტული ტურები იმუშავებს", - აცხადებს ნიკა კვარაცხელია.



ექსპერტების თქმით, საქართველო-აზერბაიჯანის კომბინირებული ტურები იმუშავებს იმ შემთხვევაში, თუ ხშირი იქნება  პირდაპირი რეისები თბილისიდან ბაქოში და პირიქით, ასევე გაუმჯობესდება სარკინიგზო თუ სხვა სახმელეთო მარშრუტები. სპეციალისტების შეფასებით, ორი ქვეყნის ტურისტულ მიმოსვლას და ერთობლივ ტურისტულ შეთავაზებას  ამარტივებს ისიც რომ ქვეყნებს შორის მოქმედებს უვიზო რეჟიმი. აუცილებელია ორივე ქვეყანამ გააქტიუროს თანამშრომლობა საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო ხაზის კომფორტული და სწრაფი ფუნქციონირებისთვის.


"ჯერ კიდევ 2019 წლიდან ვმუშაობთ შესასვლელი პორტების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, რაც მიზნად ისახავს საზღვრის გადაკვეთის პროცედურების გამარტივებას. გაუმჯობესდა ტექნიკური აღჭურვილობა. ვატრენინგებთ თანამშრომლებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამების საშუალებით. ვცდილობთ გავამარტივოთ სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე არსებული პროცედურები, რათა აზერბაიჯანში შესვლა ვიზიტორებისთვის იყოს მარტივი და კომფორტული. ჩვენი სამოქმედო გეგმა ამის გარანტიაა და მოლაპარაკებებიც სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან უკვე დაწყებულია, უბრალოდ, კოვიდვითარება პროცესს ანელებს, თუმცა პროგრესი აშკარაა," - განაცხადა აზერბაიჯანის თბილისში მოქმედი შოურუმის მენეჯერმა, მარია, ნათაძემ. 


ცნობისთვის, საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივ ტურისტულ სვლას ჯერ კიდევ 2019 წლიდან 2020 წლისთვის გეგმავდნენ. ორ ქვეყანას ერთობლივი ტურისტული პაკეტები უნდა შეექმნა მესამე ქვეყნის წარმომადგენლებისათვის, თუმცა კორონავირუსმა საქართველო-აზერბაიჯანის ტურიზმში დაგეგმილი თანამშრომლობა  გადადო.



ავტორი: ბელა გელაშვილი.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up