საქართველო-ჩინეთს შორის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი და იაფი ტვირთბრუნვა - კომპანია “პინექსი“

საქართველო-ჩინეთს შორის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი და იაფი ტვირთბრუნვა - კომპანია “პინექსი“

access_time2022-11-02 14:25:17

მაშინ, როცა ცხოვრების რიტმი ასეთი აჩქარებულია საზოგადოების უმეტესი ნაწილი, დროსა და ენერგიას ზოგავს და მისთვის სასურველ ნივთს ონლაინ, შედარებით დაბალ ფასად ყიდულობს. პანდემიის პერიოდში მთელი ბიზნეს სექტორი ონლაინ გაყიდვებზე გადავიდა. გაიზარდა დიდი ამანათების შესყიდვა. გადამზიდი კომპანიების უმეტესობა, კი დიდი ტვირთის გადაზიდვისთვის მოთხოვნილ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდნენ. ჩინეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია და ჩვენი ქვეყნისთვის ჩინეთთან სტაბილურ ტვირთბრუნვას უდიდესი როლი აქვს, როგორც საერთაშორისო ვაჭრობის, ასევე ქვეყნის ეკონომიკისა და ბიზნეს სექტორის განვითარების თვალსაზრისით. აღნიშნული საქმიანობის უმნიშვნელოვანეს კვანძს წარმოადგენს საჰაერო და სახმელეთო გადაზიდვები. ამ მიმართულებით, კი კომპანია “პინექსი” ბაზრის უპირობო ლიდერია და მისი საქმიანობა ერთგვარი სავაჭრო ხიდია საქართველოსა და ჩინეთს შორის. კომპანიის მიზანი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გამყარება, გამარტივება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოში იმპორტიორების ზრდაა.



სანდოობა, მიწოდების მაღალი ხარისხი, საუკეთესო ფასი და მრავალპროფილური მომსახურება- საჰაერო და სახმელეთო გადაზიდვების კომპანიაპინექსისდამფუძნებელი ლიკა კერესელიძე თავად მოგვიყვება, თუ რას წარმოადგენს „პინექსი“ და რა მომსახურებას სთავაზობს მომხარებლებს.

  • კომპანია „პინექსი“ ქართულ-ჩინური პროექტია, რომლის მთავარი მიზანი და იდეა თანამედროვე, სწრაფი და ხელმისაწვდომი პლატფორმის შექმნაა, რომელიც უზრუნველყოფს ორ ქვეყანას შორის, ხარისხიან და იაფ ტვირთბრუნვას ყოველგვარი შუამავლების გარეშე. კომპანიის საქმიანობის სფერო ორ ძირითად მიმართულებას: საჰაერო და სახმელეთო გადაზიდვებს მოიცავს. მეორე მხრივ, „პინექსი“ საბროკერო/სადილერო მომსახურებასაც ეწევა. ჩვენი ქართველი და ჩინელი აგენტები 24/7-ზე მზად არიან, მოიძიონ თქვენთვის საჭირო პროდუქცია, უზრუნველყონ ხარისხისა და სალიცენზიო პირობების დაცვა და გააფორმონ საგარანტიო დოკუმენტაცია, რაც გულისხმობს საქონლის მოძიებას, შესყიდვას, ტრანსპორტირებას, განბაჟებასა და ადგილზე მიტანას.


მინდა აღვნიშნო, რომ კომპანია ბაზარზე ყველაზე დაბალი ტარიფით ოპერირებს:
საჰაერო გადაზიდვების მიმართულებით, ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისთვის:
1კგ ტვირთის ტრანსპორტირება - 6,5$, კორპორატიული მომხარებლებისთვის, კი-6$.

სახმელეთო გადაზიდვების მიმართულებით, ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისთვის:
1მɜ ტვირთის ტრანსპორტირება - 330$

სადილერო/საბროკერო მომსახურების ტარიფი შეადგენს, გასაწევი მომსახურების მხოლოდ 2%-ს.  რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ტვირთის ტრანსპორტირების ვადები დაყვანილია შესაძლებელ მინიმუმამდე: საჰაერო გადაზიდვის შემთხვევაში 5-7 კალენდარული დღე, სახმელეთო გადაზიდვის შემთხვევაში 18-25 კალენდარული დღე.




ნდობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინდიკატორი, რითაც განსაზღვრავენ კომპანიის რეპუტაციას. როგორ შეაფასებდით თქვენი ნდობის კოეფიციენტს?

 

  • “პინექსი” ნამდვილად გამოირჩევა სანდოობის მაღალი კოეფიციენტით, მომსახურების ხარისხითა და სიმარტივით. კომპანია ფლობს, ლოჯისტიკურად მნიშვნელოვან სავაჭრო რეგიონებში განლაგებულ სასაწყობე ქსელს, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს უმოკლეს ვადებში ტვირთების ტრანსპორტირებას. ყველა საწყობი პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს და არის მუდმივი მონიტორინგის ქვეშ. თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ კომპანია „პინექსი“არის ერთადერთი კომპანია, რომელიც თანხის გადარიცხვას ახორციელებს ონლაინ რეჟიმში საერთაშორისო საბანკო სისტემის CIPS მეშევეობით. ვუზრუნველყობთ ტარიფების გამჭვირვალობას და ჩაკეტვას ე.წ. გასაღების ქვეშ, პირადი მენეჯერი 24 საათიან რეჟიმში მზად არის მომხმარებელს დაეხმაროს მიმდინარე პროცესების შეუფერხებლად წარმართვაში და ნებისმიერი პრობლემის გადაწყვეტაში.




გადამზიდი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია ოპერირების არეალის გაზრდა,  რა  მნიშვნელოვან სიახლეებს გეგმავს კომპანია „პინექსი“? 

  • We Delivery The Future - ეს ჩვენი დევიზია, რომელიც ნათლად ასახავს ჩვენი კომპანიის სამომავლო გეგმებსა და ღირებულებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული მომხარებლის საქმიანობა და მათი წარმატება. ძალიან მეამაყება, რომ „პინექსი“ ნოვატორი კომპანიაა.  რადგან  მხოლოდ ჩვენ გავაუქმეთ საქართველოში გაბარიტული ტვირთის მოცულობის, კალკულაციაში გაანგარიშება და მხოლოდ წონის საფასური დავტოვეთ. ამით მომხმარებელებს შევუმცირეთ გადასახადი. პირველ რიგში ეს ჩვენი დამოკიდებულებაა მათ მიმართ. „პინექსის“ გუნდი აქტიურად აგრძელებს შრომას, ლიდერობისთვის. რა თქმა უნდა გვაქვს, სურვილი და ამბიცია იმისა, რომ ოპერირების არეალი გავზარდოთ და მივიდეთ ამერიკის შეერთებულ შტატებამდე. ტრადიციულად: საუკეთესო ფასით, მიწოდების უმოკლესი პერიოდით და ბევრი კმაყოფილი მომხარებლით.                                                                                                    

„პინექსის“ გუნდი მომხარებლებთან ერთად ემსახურება ერთ დიდ ქართულ საქმეს!

 

 

(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up