საქართველო ეკონომიკურად უფრო მეტად არის დამოკიდებული რუსეთზე, ვიდრე ოდესმე- ICC-Georgia

საქართველო ეკონომიკურად უფრო მეტად არის დამოკიდებული რუსეთზე, ვიდრე ოდესმე- ICC-Georgia

access_time2023-03-01 10:30:23

საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატამ (ICC-Georgia) საქართველოს საგარეო ეკონომიკური დამოკიდებულების ინდექსი (GFEDI) მოამზადა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საგარეო ეკონომიკური აქტივობა მშპ-ზე უფრო სწრაფი ტემპით იზრდებოდა.


2003 წ. - წარმოადგენს მშპ-ს 53%-ს,

2012 წ. - წარმოადგენს მშპ-ს 86%-ს,

2022 წ. - წარმოადგენს მშპ-ს 122%-ს.


ევროკავშირის ეკონომიკური დამოკიდებულება საერთო ჯამთან შედარებით თანმიმდევრულია: 2003წელი (21%), 2012 წელი (23,6%) და 2022 წელი (23%).


თურქეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება საერთო ჯამთან შედარებით თანმიმდევრულია: 2003 წელი (10%), 2012 წელი (12,3%) და 2022 წელი (12%).



ჩინეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება რეგულარულად იზრდება წლების განმავლობაში: 2003 წელი (2%), 2012 წელი (5%), 2022 წელი (7,7%).


აშშ-ზე ეკონომიკური დამოკიდებულება 2003 წელს იყო (10%), 2012 წელს (4%) და 2022 წელს (7%), ზრდა 2012-2022 წლებში წარმოდგენილია ფულის ნაკადის და იმპორტის, ძირითადად მეორადი მანქანების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდით.


რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება მკვეთრად მერყეობდა: 2003 წელი (16%), 2012 წელი (9,1%) და 2022 წელი (18,3%).


როგორც ICC-Georgia-ს მიერ შედგენილ ინდექსში წერია, 2022 წელს საქართველო ეკონომიკურად უფრო მეტად არის დამოკიდებული რუსეთზე, ვიდრე ოდესმე ყოფილა მისი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ ისტორიაში.


„რუსეთზე 18,3%-იანი ეკონომიკური დამოკიდებულება (19% საერთაშორისო მოგზაურობის შემოსავლების ჩათვლით) სიკვდილით დასჯის მოლოდინს ჰგავს, თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსეთი არის მტერი, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%, რომელმაც დაიწყო ომი საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს, რომელთანაც საქართველოს არ აქვს
არანაირი დიპლომატიური ურთერთობა და რომელმაც წლების განმავლობაში არაერთხელ ჩაკეტა თავისი საზღვრები გასული 30
წლის განმავლობაში, რათა გაენადგურებინა საქართველოს ეკონომიკა და დაემორჩილებინა ქვეყანა“,  აღნიშნავენ ICC-Georgia-ში.


საქართველოს საგარეო ეკონომიკური დამოკიდებულების ინდექსი (GFEDI) მომზადებულია საქართველოს საერთაშორისო
სავაჭრო პალატის მიერ (ICC-Georgia) და გამოითვლება კვარტალურად საქართველოს საგარეო ეკონომიკური
დამოკიდებულების რეგულარული მონიტორინგისთვის.


საგარეო ეკონომიკური დამოკიდებულების ინდექსი გამოითვლება გამოკითხვაში თითოეული ქვეყნისთვის შემდეგი პარამეტრების ჯამის მიმატებით: იმპორტი + ექსპორტი + ფულის ნაკადი + პირდაპირი უცხოური ინვესტიციები + შემოსავლები საერთაშორისო მოგზაურობიდან. (5 პარამეტრი) -თითოეული ქვეყნის ეკონომიკური წონა პროპორციულია იმ პროცენტისა, რომელსაც ეს ქვეყანა წარმოადგენს საერთო ჯამიდან და მშპ-დან


თეგები:
ICC-Georgia



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up