საქართველო ექსპერიმენტული ფსტის ასაღებად ემზადება

საქართველო ექსპერიმენტული ფსტის ასაღებად ემზადება

access_time2021-11-07 15:15:32

წელს საქართველოში კომერციული პლანტაციიდან ფისტის (ფსტის) ექსპერიმენტულ მოსავალს პირველად აიღებს. ამის შესახებ პორტალი EastFruit წერს, რომელიც ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოში ფისტის მწარმოებელთა ასოციაციაც კი არსებობს მაშინ, როცა უკრაინასა და მოლდოვაში თხილის ამ სახეობის მოშენებაზე ჯერ კიდევ ექსპერიმენტები ტარდება.

EastFruit-ის ანალიტიკოსების მონაცემებით, 2021-22 წლების სეზონზე ფისტის გლობალური ბაზარი, მაღალი მოთხოვნის ფონზე, გარკვეულ დეფიციტს წააწყდება. მათი შეფასებით, ფისტის მსოფლიო ვაჭრობას მხოლოდ ორი ქვეყანა, აშშ და ირანი აკონტროლებს, რომლებიც ექსპორტზე ყოველწლიურად, დაახლოებით, 300-350 ათას ტონა ფისტას ყიდიან.

ზოგადად, ფისტას ნაყოფიერების პერიოდულობა ახასიათებს, რის გამოც თხილის ამ სახეობის წარმოების მოცულობა წლიდან წლამდე ცვალებადია. თუმცა ამ ფაქტორს ბოლო დროს კლიმატის ცვლილებით მიყენებული ზიანიც დაემატა.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მონაცემებით, მიმდინარე წელს ირანში, გაზაფხულის ყინვებისა და ზაფხულის ანომალიური სიცხეების გამო, ფისტის მოსავალი მკვეთრად შემცირდება. წარმოების მოცულობის შემცირების გარდა, FAO-ს ექსპერტები ირანული ფისტის ხარისხის გაფუჭებასაც მოელიან.

„ეს ხელს აძლევს ფისტის ამერიკელ ექსპორტიორებს, სადაც წელს ამ ჯიშის თხილის მაღალ მოსავალს ელოდებიან,“ - აცხადებს FAO-ს საინვესტიციო დეპარტამენტის ეკონომისტი, ანდრი იარმაკი.


მისი მონაცემებით, ფისტის პერიოდულობიდან გამომდინარე, წელს აშშ-ში დაბალი მოსავალი უნდა მოსულიყო, თუმცა შარშანდელზე ნაკლები არ იქნება. მიუხედავად ამისა, FAO-ს ექსპერტი პროგნოზირებს, რომ ირანის მსგავსად, 2021-22 სეზონურ წელს ფისტის წარმოება აშშ-შიც შემცირდება და შესაბამისად, შემცირდება მსოფლიო ბაზარზე მისი მიწოდებაც.

რაც შეეხება წლევანდელ სეზონს, ფისტის გლობალური ექსპორტი რეკორდული იყო. შეერთებულმა შტატებმა და ირანმაც ფისტის მაღალი და ხარისხიანი მოსავალი მიიღეს. ირანის ფისტის ასოციაციის მონაცემებით, 2020-21 წლების სეზონზე ქვეყნიდან ფისტის ექსპორტმა რეკორდულ მაჩვენებელს, 230 ათას ტონას მიაღწია. თუმცა ორგანიზაცია მოელის, რომ ნოემბერში დაკრეფვის დასრულების შემდეგ, მოსავალი შარშანდელი 243 ათასიდან 150 ათას ტონამდე შემცირდება.

აშშ-ში ფისტის მოსავლის მოცულობა წელს შესაძლოა, შარშანდელი 477 ათასი ტონიდან 400-430 ათას ტონამდე შემცირდეს. ამრიგად, ორი წამყვანი ქვეყანა, გასულ წელთან შედარებით, მთლიანობაში 150 ათას ტონით ნაკლებ ფისტას მიიღებს, რაც ამ ჯიშის თხილის მსოფლიო ექსპორტის, თითქმის, ნახევარია.

წყარო: "ბიზნესპრესნიუსი"

თეგები:
ფისტა ფსტა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up