საქართველო „ფაიზერისგან“ 5-11 წლის ბავშვებისთვის განკუთვნილი ვაქცინის შეძენას გეგმავს

საქართველო „ფაიზერისგან“ 5-11 წლის ბავშვებისთვის განკუთვნილი ვაქცინის შეძენას გეგმავს

access_time2022-01-11 18:28:19

საქართველო „ფაიზერისგან“ „საბავშვო ვაქცინის“ მიღებას გეგმავს. საუბარია პრეპარატზე, რომელიც 5-11 წლამდე ბავშებისთვისაა განკუთვნილი. ამის შესახებ დაავადბეათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.



მისივე თქმით, ქვეყანაში ფაიზერის დაახლოებით 550 000 დოზა ვაქცინაა, რომელსაც ვადა მარტის ბოლომდე აქვს.



რაც შეეხება ჩინური წარმოების ვაქცინებს, გამყრელიძის განცხადებით, სინოფარმსა და სინოვაკის დოზებს ვადა 2023 წლის ივნისი-ივლისის თვემდე აქვთ. ამასთან, მისივე ინფორმაციით, ფაიზერთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები მიმდინარე წელს დამატებით შესყიდვებთან დაკავშირებით.



“ქვეყანაში ამ ეტაპზე 550 000 დოზამდე ფაიზერის ვაქცინა გვაქვს, რომელსაც ვადა 31 მარტამდე აქვს, გვაქვს კიდევ დაახლოებით მილიონნახევარი სინოფარმი და სინოვაკი, რომელთაც ვადა აქვთ 2023 წლის ივნის-ივლისის შუა რიცხვებამდე, საკმაოდ ვადიანია. რაც შეეხება ახალ შესყიდვებს, გიდასტურებთ, რომ ფაიზერთან მოლაპარაკება მიმდინარეობს ამ წელს დამატებით 2 მილიონი დოზის შესყიდვასთან დაკავშირებით. მათ შორის საუბარია ბავშვების დოზებზე. მოგეხსენებათ, განსხვავდება 5-11 წლამდე დოზა, 12 წლიდან ზემოთ დოზებისგან. ასევე საუბარია, რომ თუ მარტის ბოლოსთვის ფაიზერს ექნება ომიკრონის შტამისთვის სპეციფიური ვაქცინა, საქართველოს ამაზეც განაცხადი აქვს გაკეთებული”, – თქვა გამყრელიძემ.




დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, 11 იანვრის მონაცემებით, ქვეყანაში სრულად აცრილია მოზრდილი მოსახლეობის 40,9%. ბოლო 24 საათში ჩატარდა 10 881 აცრა.



შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამ ეტაპზე ბავშვების ვაქცინაცია მხოლოდ 12 წლიდან, „ფაიზერის“ პრეპარატითაა დაშვებული. ამ დრომდე მინიმუმ ერთი დოზით 12-15 წლის ასაკის მხოლოდ 3400-მდე ადამიანია აცრილი.



რაც შეეხება 5 წლიდან ვაქცინაციას, რომელსაც არაერთმა ქვეყანამ უკვე მიმართა, ამ შემთხვევაში პრეპარატი, სტანდარტულ დოზასთან შედარებით მესამედ დოზას შეიცავს.



გასული წლის დეკემბერში პედიატრმა თემურ მიქელაძემ განაცხადა, რომ 5 წლის ასაკიდან ბავშვების აცრა, სავარაუდოდ, საქართველოშიც დაიწყება, რადგან ჩვენც ცივილიზებული სამყაროს ნაწილი ვართ.



„კოვიდ 19-ით საქართველოში 8 ბავშვი გარდაიცვალა. ისინი რომ ვაქცინირებულები ყოფილიყვნენ, მათ სიცოცხლეს გადავარჩენდით. სხვა ვირუსები მათთვის მომაკვდინებელი არ იყო, რადგან ისინი მათ გადატანილი ჰქონდათ,“ -აღნიშნა პედიატრმა.


jandacva.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up