საქართველო ჰაერის კონვენციის ბოლო სამ ოქმთან მიერთების საკითხებზე მუშაობს

საქართველო ჰაერის კონვენციის ბოლო სამ ოქმთან მიერთების საკითხებზე მუშაობს

access_time2022-10-20 13:00:29

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და „შორ მანძილზე ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების შესახებ კონვენციის“ (ჰაერის კონვენციის) სამდივნოს თანამშრომლობით სუფთა ჰაერის შესახებ ეროვნული დონის დიალოგი  გაიმართა, რომელიც სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნინო თხილავამ გახსნა.


ღონისძიებას ჰაერის ხარისხის მართვასთან დაკავშირებული სამთავრობო, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლის მიზანს მხარეებს შორის  ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების თემაზე დიალოგის გამართვა და კონვენციის ბოლო სამ ოქმთან მიერთების საკითხების განხილვა წარმოადგენდა.


საქართველო  ჰაერის კონვენციას  1999 წლიდან შეუერთდა, რის შედეგადაც  ქვეყანას ატმოსფერული ჰაერის დაცვის მიზნით აღებული აქვს ვალდებულებები. ასევე, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიისა (UNECE) და სამინისტროს მჭიდრო თანამშრომლობით  შემუშავდა ჰაერის მართვის სამოქმედო გეგმა. საქართველო აქტიურად არის ჩართული კონვენციის საქმიანობაში, მათ შორის, გაფრქვევების ინვენტარიზაციის ხარისხის გაუმჯობესების და ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის მიმართულებით.



აღნიშნული კონვენცია უზრუნველყოფს ჰაერის დაბინძურების შემცირების პოლიტიკას და შედგება რვა ძირითადი ოქმისაგან, რომელთა დებულებები ინტეგრირებულია ევროკავშირის კანონმდებლობასთან. მათი შესრულება ხელს შეუწყობს ქვეყანას ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულებაში და მდგრადი მიზნების მიღწევაში.


შეხვერაზე მხარეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა ჰაერის კონვენციის ძირითად ოქმებთან რატიფიკაციის ეროვნული სამოქმედიო გეგმის განხორციელება, ქვეყნის მასშტაბით არსებული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის და მონიტორინგის სისტემის, ატმოსფერული ჰაერის დაცვის კუთხით არსებული პროგრესი და ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები.


დიალოგი, ასევე დაეთმო სუფთა ჰაერის მისაღწევად ეროვნულ დონეზე ყველაზე ეფექტიანი პოლიტიკის ალტერნატივების განხილვას, ჰაერის ხარისხის კუთხით არსებულ გამოწვევებს,  სიახლეებს და პროგრესს, რაც ქვეყანაში სუფთა ჰაერის უზრუნველყოფისთვის  ბოლო პერიოდში განხორციელდა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up