„საქართველო იღებს ვალდებულებას განახორციელოს ეფექტიანი მექანიზმები მასწავლებლის პროფესიის ხარისხისა და მიმზიდველობის გასაუმჯობესებლად“

„საქართველო იღებს ვალდებულებას განახორციელოს ეფექტიანი მექანიზმები მასწავლებლის პროფესიის ხარისხისა და მიმზიდველობის გასაუმჯობესებლად“

access_time2022-09-20 15:00:00

ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ მიზნად დავისახეთ სოციალური, კულტურული და ფინანსური ბარიერების შემცირება სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის შეუფერხებლად უზრუნველსაყოფად, სამეცნიერო კვლევის შესაძლებლობებსაც მივცემთ ახალგაზრდა თაობას. გარდა ამისა, საქართველოს განათლების სისტემა ხელს შეუწყობს 21-ე საუკუნის უნარებისა და კომპეტენციების ფართო სპექტრის განვითარებას ყველა დონეზე,  - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში გამართულ განათლების გარდაქმნის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.


მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო იღებს ვალდებულებას განახორციელოს ეფექტიანი მექანიზმები მასწავლებლის პროფესიის ხარისხისა და მიმზიდველობის გასაუმჯობესებლად. მანვე ხაზი გაუსვა გაეროს ხელმძღვანელობით საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას ამ მიმართულებით.



„საქართველო იღებს ვალდებულებას განახორციელოს ეფექტიანი მექანიზმები მასწავლებლის პროფესიის ხარისხისა და მიმზიდველობის გასაუმჯობესებლად. განათლების ყველა საფეხურზე კვალიფიციური მასწავლებლებისა და სპეციალისტების აყვანისა და შენარჩუნების ხელშეწყობა და მათი უწყვეტი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა იქნება განათლების პოლიტიკის დღის წესრიგის სათავეში.


საქართველო ასევე გადადგამს ნაბიჯებს, რომლებიც მიზნად ისახავს ინკლუზიური, უსაფრთხო და ჯანსაღი სასკოლო გარემოს უზრუნველყოფას, სკოლაში კვებისა და სამედიცინო, აგრეთვე ფსიქო-სოციალური და ემოციური მხარდაჭერის სერვისების ხელმისაწვდომობის მხარდაჭერით.


პატივცემულო მონაწილეებო, დასკვნის სახით ნება მომეცით, ხაზი გავუსვა გაეროს ხელმძღვანელობით საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას განათლების გარდაქმნის უკეთესი საერთო მომავლის, მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის. საქართველო ამაყობს, რომ უერთდება დღეს, აქ, ჩვენს პარტნიორებს, რომლებმაც იკისრეს ვალდებულება თავიანთი თემები განათლების გზით გააძლიერონ. ერთობლივი ძალისხმევითა და საერთაშორისო კონსოლიდაციით, ჩვენ მივაღწევთ განათლებისა და ჰუმანურობის დასახულ მიზნებს. დიდი მადლობა!,“ - აღნიშნა პრემიერმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up