Freedom House-მა ინტერნეტის თავისუფლების ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც, 70 ქვეყანას შორის, საქართველოს მე-7 ადგილს იკავებს. რაც იმას ნიშავს, რომ საქართველო ინტერნეტის მხრივ თავისუფალი ქვეყნების ჯგუფშია.
ინტერნეტისადმი ხელმისაწვდომობაში საქართველოს მაქსიმალური 25 ქულიდან 19 ქულა აქვს. მხოლოდ ამ კრიტერიუმის მიხედვით ის მსოფლიოში მე-20 ადგილზეა. საქართველოს ტერიტორიაზე ინტერნეტი სრულადაა ხელმისაწვდომი. ბოლო მონაცემებით, ინტერნეტზე ხელი მოსახლეობის 88,4%-ს მიუწვდება, ხოლო 19%-ს ინტერნეტი არასდროს გამოუყენებია.
ინტერნეტის თემატურ შეზღუდვაში საქართველოს 35-დან 31 ქულა აქვს. ამ მაჩვენებლით ის მსოფლიოში მე-5 ადგილზეა. ინტერნეტის მომხმარებლებს შეუძლიათ შევიდნენ ნებისმიერ ვებგვერდზე, გადმოტვირთონ, ან ატვირთონ ინფორმაცია და ა.შ.
ინტერნეტის მომხმარებელთა უფლებების დაცვაში საქართველოს 40-დან 28 ქულა აქვს და ამ მაჩვენებლით ის მსოფლიოში მე-5 ადგილზეა.
გასულ წელს საქართველო ინტენეტის თავისუფლების რეიტინგში მე-9 ადგილზე იყო, წელს კი 2 საფეხურით დაწინაურდა.