„საქართველო მოძველებული სეისმური საფრთხის რუკით სარგებლობს, რაც სერიოზულ პრობლემებს ქმნის“ -  სეისმოლოგი

„საქართველო მოძველებული სეისმური საფრთხის რუკით სარგებლობს, რაც სერიოზულ პრობლემებს ქმნის“ - სეისმოლოგი

access_time2023-02-11 14:00:28


„საქართველოს სეისმურად ატიური ზონაა, თუცა, საქართელოში ისეთი ძლიერი მიწისძვრები როგორც თურქეთში მოხდა, მოსალოდნელი არ არის“ – ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, სეისმოლოგ ზურაბ ჯავახიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციისას განაცხადა.



მისი თქმით  მიუხედავად იმისა, რომ თბილისი მაღალი სეისმური რეგიონი არ არის, მჭიდრო დასახლებები, მაღალი შენობები და უხარიხსო ნაგებობები სერიოზულ საფრთხეს ქმნის. სეისმოლოგმა ასევე აღნიშნა , რომ საქართველოს სეისმურად აქტიური ზონაა, თუმცა, საქართველოში ისეთი ძლიერი მიწისძვრები როგორც თურქეთში მოხდა, მოსალოდნელი არ არის. 




„თუმცა, გვახსოვს, რომ საკმაოდ ძლიერი მიწისძვრებიც მომხდარა და მოხდება კიდეს ჩვენთან, თუმცა, იშვიათად. გვახსოვს ყველაზე ძლიერი მიწისძვრა საქართველოში რაჭის და სპიტაკის. ეს იყო მაგნიტუდა 7 – კავკასიაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრა. ასეთი ძლიერი მიწისძვრები იშვიათად ხდება“ – აღნიშნა სეისმოლოგმა.




ჯავახიშვილი განმარტავს, რომ მთავარი პრობლემა არის ის,  რომ საქართველო საკმაოდ მოძველებული სეისმური რუკი სარგებლობს.



„თუ მაგნიტუდა 5 მიწისძვრა მოხდება ქალაქთან ახლოს, სადაც მჭიდრო დასახლებაა, ძალიან დიდი ზარალისა და მსხვერპლის მოტანა შეუძლია. გვახსოვს, 4,5 მაგნიტუდის მიწისძვრა თბილისში, რომელმაც ასევე დიდი ზარალი მოიტანა და ხალხიც დაიღუპა. ჩვენთან ამ კუთხით რამდენიმე პრობლემა.



1. საფრთხის რუკა, რომლითაც ვსარგებლობთ, არს ძალიან ძველი – 1999 წლის. არადა, ეს არის მნიშვნელოვანი, როს მიხედვითაც უნდა გათვალოს მშენებლობები. მაშინ, როცა ეს რუკა წარვადგინეთ, მოვითხოვეთ რომ ის 5 წელიწადში ერთხელ განახლებულიყო, თუმცა, დღე,დე არ განახლებულა.



2. თვითონ ნორმები, რომელიც საკმაოდ ძველია ნორმებში იგულისხმება ის, რომ ამ ნორმების მიხედვით უნდა იხელმძღვანელონ მშენებლებმა მშენებლობისას. საუბარია გარკვეულ წესებზე. ეს ნორმაც მოძველებულია. ის 2010 წელს მიიღეს, თუმცა, საბჭოთა ნორმებია. ეს არის პრობლემის ნაწილი. ამას მოსდევს როგორ მიდის მშენებლობა და ზედამხედველობა როგორია“ – აღნიშნა ზურაბ ჯავახიშვილმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up