საქართველო, მოლდოვა, უკრაინა - ტრიოს ეკონომიკური მაჩვენებლები

საქართველო, მოლდოვა, უკრაინა - ტრიოს ეკონომიკური მაჩვენებლები

access_time2022-06-24 18:00:55

უკრაინა და მოლდოვა კონტინენტის ორი ღარიბი ქვეყანაა. ევროპის მასშტაბით, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლით, რომელიც შესაძლოა, არა სრულყოფილი, მაგრამ ცხოვრების სტანდარტის მაინც მნიშვნელოვანი საზომია, ეს ქვეყნები რეიტინგის ბოლოში არიან და სხვა ქვეყნებს მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან. არც საქართველოა რეიტინგში ამ ორ ქვეყანაზე დიდად წინ, სხვა რამდენიმე მაჩვენებლით კი საერთოდაც ჩამორჩება აწ უკვე კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებს.


საინტერესოა გადავხედოთ სამი ქვეყნის იმგვარ ძირითად ეკონომიკურ ინდიკატორებს, როგორებიცაა მშპ, უმუშევრობა, ინფლაცია და სხვა.


მთლიანი შიდა პროდუქტი


წარმოებული პროდუქციისა და მომსახურების მიხედვით, უკრაინა 3 ქვეყანას შორის უპირობო ლიდერია. უკრაინის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2021 წელს ქვეყანაში 5, 459.6 ტრილიონი გრივნას ოდენობის პროდუქცია იწარმოა, რაც, დოლარის ამჟამინდელი კურსით, 185 მილიარდ დოლარზე მეტია. შედარებისთვის, საქართველოს მშპ 2021 წელს 18.7 მილიარდი, ხოლო მოლდოვის 13.7 მილიარდი იყო.


მშპ ერთ სულ მოსახლეზე


ეს პარამეტრი ქვეყანაში ერთი ადამიანის ეკონომიკურ გამომუშავებას ასახავს, შესაბამისად, ქვეყნის კეთილდღეობის საკმაოდ კარგი საზომიცაა. რამდენიმე წლის განმავლობაში, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით, უკრაინასა და მოლდოვაზე უკეთესი მაჩვენებელი საქართველოს ჰქონდა. თუმცა, როგორც სტატისტიკიდან ჩანს, 2020 წლიდან საქართველოზე უკეთესი მონაცემი მოლდოვას აქვს. იგივე ტენდენციაა 2021 წელსაც - ამ მაჩვენებლით სამ ქვეყანაში კვლავ მოლდოვა ლიდერობს  5 280 დოლარი, შემდეგ მოდის საქართველო (5010 აშშ დოლარი), შემდეგ კი უკრაინა (4830).


უმუშევრობა



უმუშევრობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალი სამი ქვეყნიდან საქართველოშია. თუმცა, ეს არაა იმგვარი მცირე განსხვავება, როგორც ერთ სულზე მშპ-ს შემთხვევაში. უმუშევრების წილი საქართველოს მოსახლეობაში ბევრად უფრო დიდია, ვიდრე უკრაინასა და მოლდოვაში. ასე მაგალითად, 2021 წელს საქართველოში უმუშევრობის დონემ 20.6% შეადგინა, უკრაინაში ეს მაჩვენებელი თითქმის ორჯერ უფრო ნაკლები - 8.9% იყო, მოლდოვაში კი კიდევ უფრო დაბალი - 3.2%. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ქვეყანაში მაღალი უმუშევრობის დონე, გარკვეულწილად, უკავშირდება საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მიერ მეთოდოლოგიის შეცვლას, რომლის მიხედვითაც, თვითდასაქმებულები დასაქმებულებად აღარ ითვლებიან. მიუხედავად ამისა, საქართველოში უმუშევრობის დონე მაინც საგრძნობლად მაღალია და მხოლოდ 2021 წელი არ ყოფილა გამონაკლისი. ბოლო რამდენიმე წელია, უმუშევრობა საქართველოში მნიშვნელოვანი პრობლემაა და მკვეთრად აღემატება დანარჩენი ორი ქვეყნის მაჩვენებელს.


ეკონომიკური ზრდა


თუ ნომინალური მშპ მთლად ზუსტი ინდიკატორი არაა ეკონომიკის ზრდისა, რადგან არ ითვალისწინებს ინფლაციას, რეალურ მშპ-ზე ამას ვერ ვიტყვით. რეალური მშპ-ს ზრდა, იგივე ეკონომიკური ზრდა, 2021 წელს ამ ქვეყნებიდან ყველაზე დიდი მოლდოვაში იყო. ქვეყნის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ზრდამ წინა წელთან შედარებით, 2021-ში 13.9% შეადგინა. საქართველოს ეკონომიკა კი გასულ წელს 10.8%-ით გაიზარდა, რაც 3.1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია მოლდოვის ზრდაზე.


არადა, 2020-ში საქართველოსა და მოლდოვის ეკონომიკა თითქმის ერთნაირად, 6.8%-ით და 7%-ით შემცირდა. პანდემიის შემდეგ კი აღდგენა მოლდოვამ უკეთ შეძლო, ვიდრე ჩვენ. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, ჩვენი ორნიშნა ეკონომიკური ზრდა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო და რეგიონში უპრეცედენტოა, თუმცა გამოდის, რომ იმ ინდიკატორით, რომელიც ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე საამაყოა, 2021 წელს მოლდოვა გვჯობნის. შედარებით მოკრძალებული, 3.4%-იანი ზრდა ჰქონდა უკრაინას გასულ წელს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ პანდემიას ყველაზე კარგად სწორედ ეს ქვეყანა გაუმკლავდა სამეულიდან და 2020-ში მხოლოდ 3.8%-ით შემცირდა მისი ეკონომიკა. რაც შეეხება წინა წლებს, სტატისტიკიდან ჩანს, რომ მკვეთრი განსხვავება ამ ქვეყნების ეკონომიკურ ზრდას შორის არ ყოფილა.


ინფლაცია


დღეს ინფლაცია მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. პანდემიის და შემდეგ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შედეგად მსოფლიო ბაზარზე მიწოდების ჯაჭვების წყვეტამ ფასების რეკორდულად ზრდა გამოიწვია. განსაკუთრებით რეაგირებს ფასების ცვლილებაზე ქართველი ხალხი, რადგან მოსახლეობის 17.5% სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთაა.


2017 წლიდან მოყოლებული 2020 წლამდე ინფლაციის დონე ორნიშნა და სამეულიდან ყველაზე მაღალი უკრაინაში იყო, 2020 წელს კი, პირველობა საქართველომ გადაიბარა 5.2%-იანი მაჩვენებლით.


2021 წელს ორნიშნა ინფლაცია დაბრუნდა უკრაინაში და 10.2% შეადგინა, რაც აღემატებოდა საქართველოსა (9.6%) და მოლდოვის (5.1%) მაჩვენებლებს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსა და მოლდოვაში ინფლაციის დონე წლების განმავლობაში დიდად არ განსხვავდებოდა, 2020 წლიდან უკეთესი მდგომარეობა აქაც მოლდოვაშია.


სტატისტიკა ნათლად აჩვენებს, რომ რიგი ეკონომიკური მონაცემებით ბოლო წლებში არათუ ვერ უსწრებს საქართველო დანარჩენ ორ ქვეყანას, არამედ პირიქით, ჩამორჩება ან დიდად განსხვავებული მაჩვენებელი არ აქვს.


მომზადებულია „ბი-პი-ენ“-ის სტატიის მიხედვით





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up