„მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების“  შესრულება მოუმზადებლად, ბიზნესის ხარჯზე იწყება

„მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების“ შესრულება მოუმზადებლად, ბიზნესის ხარჯზე იწყება

access_time2022-05-05 11:00:57

კომპანია ,,ავტო-ბანი 2000“-ის დამფუძნებლის ბაკურ ხუნდაძის აზრით, ,,ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაცია“ ისე დაფუძნდა, რომ ელემენტარულად ინფრასტრუქტურული ბაზაც არ არის და არც ის კრიტერიუმებია შემუშავებული, თუ რის საფუძველზე და როგორ უნდა მოხდეს ქვეყანაში ნარჩენების გადამუშავება.  ,,მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების“ ფარგლებში ბიზნესს ისეთი პირობების შესრულება მოუწევს, რისთვისაც რეალურად მზად არ არის. 


მისი თქმით, როგორც აღმოჩნდა, ნარჩენების გადამამუშავებელი ევროპული სტანდარტის საწარმოს მშენებლობა 25 მილიონი ლარი ჯდება, რისი რესურსიც ბიზნესს არ აქვს და არც ნედლეულია იმ რაოდენობის, რომ მსგავსი ინფრასტრუქტურის მქონე  საწარმო მოგებაზე გავიდეს.


კომპანია ,,ავტო-ბანი 2000“-ის დამფუძნებელი,  ,,ნარჩენების მართვის  ბიზნეს ასოციაციის“ პრეზიდენტი ბაკურ ხუნდაძე ,,კომერსანტთან“ აცხადებს,  რომ  იძულებით დაკისრებული ვალდებულების მიხედვით, ბიზნესს მოუწევს ნარჩენების გადამუშავებაზე თვითონ იზრუნოს და ფინანსური რესურსი ხარჯოს, როცა შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ არის და არც კომპანიებია, რომლებიც ნარჩენს მოიძიებენ და გადაამუშავებენ.


,,პირდაპირ მოთხოვნა იყო სახელმწიფოს მხრიდან, რომ ნარჩენების გადამუშავება მოხდეს და კოორდინაცია გავუწიოთ ამ პროცესს, რაც ჩვენი საქმიანობისგან ტიპობრივად განსხვავებული სფეროა.  ისიც არ ვიცით, რის საფუძველზე უნდა დავიწყოთ საქმიანობა, როგორ გაკეთდეს.  მესმის, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ამ ვალდებულების შესრულებას მოითხოვს, მხარს ვუჭერთ, მაგრამ ჩანაფიქრის განხორციელებისთვის საჭირო ბაზა ელემენტარულ დონეზეც არ არის მოწესრიგებული.  ჩვენი ინიციატივით არ მომხდარა.  გვაქვს ვალდებულება და გვიწევს ვდიოთ ჩვენს გაყიდულ პროდუქტებს და ნარჩენების ამოღებაზე ვიზრუნოთ. ეს უზარმაზარი და ამავდროულად უმძიმესი სამუშაოა, სექტორისთვის დიდი გამოწვევა, პრობლემაა იმიტომ, რომ მსგავსი ინფრასტრუქტურა არ გაგვაჩნია, მაგრამ მოთხოვნაა, რომ უნდა შეიქმნას!  შესაძლოა საწარმოების შექმნაც დაგვჭირდეს, ძალიან რთულია მეწარმისთვის ამ ვალდებულების შესრულება. ჯერჯერობით გზებს ვეძებთ, ვინმეს თუ აქვს ანალოგი, მოკლედ, ძიების პროცესში ვართ,  ამ ვალდებულების შესრულებას ჩვენ გვაკისრებს სახელმწიფო, მთელი პასუხისმგებლობა ბიზნესს დააწვა. ნებისმიერ სამეწარმეო კომპანიას, ვინც ცდილობს, რომ გააგრძელოს ოპერირება, იძულებულია, რომ შეურთდეს ამ ინიციატივას. სულ 130-მდე კომპანიაა, რომელიც ახალშექმნილ ასოციაციაში გაწევრიანდა. ამასთან, 3-4 კომპანია უნდა შეიქმნას, ვინც მოიძიებს ნარჩენებს და გადაამუშავებს. ცხადია, ზედმეტი ხარჯია ბიზნესისთვის, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის. ახლა გვეუბნებიან, რომ ნარჩენს ურნაში ვერ ჩავაგდებთ, უნდა გაიმიჯნოს, ცალკე მოგროვდეს, მოვიპოვოთ კომპანია, ვინც გადაამუშავებს და თუ ვერ მოვიძიებთ, ჩვენ უნდა გადავამუშაოთ, მაგრამ როგორ, ამის რეცეპტი რეალობაში არ არსებობს“, - აცხადებს ,,კომერსანტთან“ ბაკურ ხუნდაძე.



მისი შეფასებით, ბევრი ბიუროკრატიაა ევროკავშირში, რის შესრულებაც ევროპული კომპანიებისთვის შეიძლება პრობლემა არ არის, მაგრამ მოთხოვნილი კრიტერიუმების დაკმაყოფილება საქართველოს რეალობაში დიდი სირთულეა.


,,ბიზნესი საგონებელშია,  ზოგი აპირებს, რომ პატარა დანადგარები შეიძინოს, რითაც საავტომობილო ზეთი გაიფილტრება.  ზეთის გადამამუშავებელი ევროპული სტანდარტის ქარხანა 25 მილიონი დოლარი ღირს. ჩვენ მსგავსი არ გვაქვს და ვერც საკმარისი რაოდენობის ნედლეულს მოვაგროვებთ, რომ საწარმო მოგებაზე გავიდეს. შეიძლება ზეთის გადამუშავებით მივიღოთ სხვადასხვა პროდუქტი, მათ შორის დიზელი, საკმაოდ რთული და საფიქრალი საქმეა.  გარდა ზეთისა, უნდა გადამუშავდეს საბურავები,  სტანდარტი მოსაძიებელია, პროექტი როგორ და რანაირად განხორციელდეს. სრულიად სხვა ტიპის სამუშაოა იმისგან განსხვავებით, რა საქმიანობასაც ვეწევით.  ტიპიურად განსხვავებული სფეროა და კრიტერიუმების დაკმაყოფილება გაგვიჭირდება. დაახლოებით იგივეა, ქირურგს მოსთხოვო ნარჩენი ბინტები თვითონვე გაანადგუროს.  ევროპული სტანდარტების შესაბამისობაში მოყვანა მოგვიწევს. ევროპაზე თუ ვსაუბრობთ, ძალიან დიდი ბიუროკრატიაა, რაზეც ბევრს წარმოდგენა არ აქვს,  ცხადია,  ქვეყნის ინტერესებს ეს სჭირდება, ჩვენს წილ პასუხისმგებლობასაც ვაცნობიერებთ, მაგრამ ჯერ ნამდვილად არ გვაქვს შესაბამისი ბაზა“, - ამბობს ხუნდაძე.


რაც შეეხება ხარჯს, როგორც ასოციაციის პრეზიდენტი განმარტავს, დაახლოებით 5-10 თეთრი დაჯდება ნარჩენი  ლიტრი ზეთის მოძიება, წლიურ ჭრილში ხარჯი დათვლილი არ არის. ამასთან,  უნდა გამოიყოს მანქანა, რომელიც ივლის და მოაგროვებს მეორად საავტომობილო ზეთს და დასაწყობებას მოახდენს, რასაც ასევე თავისი ხარჯი აქვს.


შეგახსენებთ, რომ საქართველოში ნარჩენების მართვის  ბიზნეს ასოციაცია  შეიქმნა.  მიმდინარე წლის 3 მაისს ნავთობპროდუქტებისა და ავტოინდუსტრიის კომპანიებმა ნარჩენების მართვის  ბიზნეს ასოციაცია ოფიციალურად წარადგინეს.


როგორც ინდუსტრიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, შესაბამისი ავტორიზაციის გავლის შემდგომ ასოციაცია განახორციელებს  ნარჩენი ზეთების, საბურავებისა და აკუმულატორების მართვის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების კოლექტიური ორგანიზაციის ფუნქციებს, რომლის მთავარი მისია იქნება ნარჩენების სწორი და კანონმდებლობის შესაბამისი მართვა.


მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up