„საქართველო მზად არის, იმაზე ორჯერ მეტ სტუმარს უმასპინძლოს, ვიდრე აქამდე იღებდა“ - შალვა ალავერდაშვილი

„საქართველო მზად არის, იმაზე ორჯერ მეტ სტუმარს უმასპინძლოს, ვიდრე აქამდე იღებდა“ - შალვა ალავერდაშვილი

access_time2023-02-24 10:00:04

რამდენიმე დღეში საქართველო ITB Berlin-ზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება. რა მოლოდინებია და რას მოუტანს მასპინძელი ქვეყნის სტატუსი საქართველოს, ამ თემაზე რადიო „კომერსანტის“ ეთერში სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის ხელმძღვანელმა შალვა ალავერდაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით ITB Berlin მსოფლიოში ყველაზე დიდი ტურისტული გამოფენაა და ეს ქვეყნის პოპულარიზაციისთვის ყველაზე მაღალი დონის კამპანიაა, რომელიც ძალიან წარმატებით მიმდინარეობს.

 

„პირველ რიგში ITB Berlin-იდან ცნობადობის ამაღლებას ველოდებით, ჩვენი ქვეყანა არის ერთ-ერთი საუკეთესო ტურისტული მიმართულება და ITB Berlin-ზე მონაწილეობის მოტივაციაც სწორედ ეს არის, რომ მთელმა მსოფლიომ გაიგოს ჩვენ შესახებ. გამოფენაში მსოფლიოს ყველა ქვეყნის წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას. ამ პერიოდში საქართველო სრულად იქნება წარმოდგენილი, როგორც საგამოფენო სივრცეში, ასევე ბერლინში ყველა მაღალი დონის ადგილებში, ავტობუსებში და  ა.შ. ყველგან არის საქართველოს შესახებ ინფორმაცია და ბერლინი იქნება საქართველოთი მოცული და ჟურნალისტებს საქართველოს შესახებ ინფორმაცია მიეწოდებათ,“- აღნიშნა  შალვა  ალავერდაშვილმა.

 

შალვა ალავერდაშვილის თქმით, გამოფენის  ეფექტი წლების განმავლობაში გაგრძელდება და საქართველოს სტუმრები თანდათანობით მოემატება.

 

„რაც შეეხება საქართველოს მზაობას, საქართველო მზად არის, რომ იმაზე ორჯერ მეტ სტუმარს უმასპინძლოს, ვიდრე აქამდე იღებდა, სასტუმროებიც და რესტორნებიც ამისთვის მზადყოფნაშია.  ჩვენი მუდმივი მოვალეობაა, რომ  ხარისხის გაუმჯობესებაზე ვიმუშაოთ, ეს არის უწყვეტი პროცესი და ყოველთვის უნდა მიმდინარეობდეს.“- აღნიშნა შალვა ალავერდაშვილმა.

 


შალვა ალავერდაშვილი აცხადებს, რომ საქართველო ერთ რეგიონზე დამოკიდებული არ უნდა იყოს და ახალი  ქვეყნებიდან უნდა ეცადოს ხალხის  მოზიდვას. მისივე  თქმით, პანდემიის მერე საქართველო ევროპიდან ძალიან დიდ ნაკადებს ელოდა, თუმცა ამის შემაფერხებელი მიზეზი რუსეთის უკრაინაში შეჭრა გახდ. ალავერდაშვილი დარწმუნებულია, რომ ომის დასრულების შემდეგ ევროპელი ტურისტები საქართველოზე კვლავ გადმოერთვებიან.

 

„ჩვენ დაჯილდოვებული ვართ იმით, რომ საქართველოში ყველგან გვაქვს ბალნეოლოგიური ტურიზმის განვითარების კერა, რამდენიმე რეგიონი ამ მხრივ საკმაოდ კარგად  განვითარდა, თუმცა უამრავი სხვა ადგილია სადაც ბალნეოლოგიური მიმართულების  განვითარებაა შესაძლებელი. ბალნეოლოგიას სეზონურობა არ ახასიათებს და ადამიანები სამკურნალოდ ჩამოდიან დროის  ნებისმიერ პერიოდში და  სხვადასხვა მიმართულებით მკურნალობას იტარებენ, რაც უფრო მეტად  განვითარდება  ბალნეოლოგიური ინფრასტრუქტურა, მით უფრო ნაკლები იქნება სეზონზე  დამოკიდებულება და მთელი წლის განმავლობაში ტურისტული  ინფრასტრუქტურა  უფრო მეტად  დაიტვირთება,“ აღნიშნა შალვა ალავერდაშვილმა.

 

კითხვაზე, თუ რამდენად მობილიზებულები ხვდებიან გამოფენას ის კომპანიები, რომლებიც   ITB Berlin- ზე წარდგებიან, შალვა  ალავერდაშვილი პასუხობს, რომ რაც უფრო მეტად დივერსიფიცირებული იქნება ბაზარი და მეტ სერვისს შესთავაზებს მსოფლიოს, მით უფრო მეტი მომხმარებელი გვეყოლება.

 

„რაც უფრო მეტ შესაძლებლობას მივცემთ ტურისტს, რომ სხვადასხვა ადგილები მოინახულონ საქართველოში, მით მეტი ტურისტი გვეყოლება, ზოგი ბალნეოლოგიისთვის ჩამოვა,  ზოგი ყველისთვის, ზოგი ღვინისთვის, ზოგი  სათავგადასავლო  ტურიზმისთვის  და  ა.შ.  რაც უფრო მეტი სხვადასხვა მიმართულება გვექნება ქვეყანაში, მით უფრო მეტად  წარმოვჩინდებით მსოფლიო რუკაზე,“ აღნიშნა შალვა ალავერდაშვილმა.

 



თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up