საქართველო რუსეთის 42,577 მოქალაქეს არ დაუტოვებია - მარტი-ივნისის სტატისტიკა

საქართველო რუსეთის 42,577 მოქალაქეს არ დაუტოვებია - მარტი-ივნისის სტატისტიკა

access_time2022-09-07 13:30:41

2022 წლის 25 თებერვლიდან 30 ივნისამდე შემოსული პირებიდან, მინიმუმ ერთი თვის დაყოვნების შემდეგ (31 ივლისის მდგომარეობით), ქვეყანა კვლავ არ დაუტოვებია რუსეთის 42,577 მოქალაქეს. ამის შესახებ IDFI-ს კვლევაშია აღნიშნული.


ორგანიზაციის ინფორმაციით, 2022 წლის მარტი-ივნისის თვეებში საქართველოში დარჩა (შემომსვლელთა და გამსვლელთა სხვაობა), რუსეთის 49,505 მოქალაქე, ბელარუსის 15,237 მოქალაქე (2022 წლის მარტი-ივნისში საქართველოში ჯამში დარჩა 64,742 რუსეთის და ბელარუსის მოქალაქე). 2022 წლის მარტი-ივნისის თვეებში, 2019 წლის იგივე პერიოდთან შედარებით, საქართველოში დარჩა (შემომსვლელთა და გამსვლელთა სხვაობა) რუსეთის 16,476-ით მეტი მოქალაქე, ხოლო ბელარუსის 11,531-ით მეტი მოქალაქე.


„საქსტატის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, 2022 წლის საწყისი 6 თვის განმავლობაში, 2019 წლის იგივე პერიოდთან შედარებით, დაახლოებით გაორმაგდა რუსეთის მოქალაქეების მიერ განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობა. 2022 წლის მეორე კვარტალში, 2019 წლის იგივე პერიოდთან შედარებით, დასვენების, გართობის და რეკრეაციის მიზნით ვიზიტორთა პროცენტული წილი 58%-დან 45%-მდე შემცირდა, ხოლო მეგობრების და ნათესავების მონახულებისთვის ჩამოსულთა წილი 15%-დან 20%-მდე გაიზარდა.



2022 წლის მარტი-ივნისის თვეში საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა რუსეთის 3,036 მოქალაქეს, უკრაინის 135 მოქალაქეს, ხოლო ბელარუსის მხოლოდ 41 მოქალაქეს. 2022 წლის 25 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის და ფართომასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ, მილიონობით უკრაინის მოქალაქე იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და თავი შეეფარებინა სხვადასხვა ქვეყნისთვის. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა რუსეთის ფედერაციის დატოვების მსურველთა რიცხვი. რუსეთის მოქალაქეების მიერ საკუთარი ქვეყნის დატოვების მიზეზად აქტიურად განიხილება, ერთი მხრივ, რუსეთისათვის დაწესებული სანქციების თავის არიდების სურვილი, ხოლო მეორე მხრივ, ქვეყანაში პოლიტიკურად მიუღებელი განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეების დევნის გაძლიერება და მომდინარე საფრთხეების შიში. მსგავსი გამოწვევების გათვალისწინებით, ქვეყნის დატოვების მსურველთა რიცხვი, ასევე იზრდებოდა ბელარუსში“,  აღნიშნულია კვლევაში.


შინაგან საქმეთა სამინისტროდან IDFI-სთვის მოწოდებული ყოველთვიური მონაცემების მიხედვით, 2022 წლის მარტი-ივნისი პერიოდში საქართველოში შემოვიდა რუსეთის 277,698 მოქალაქე, უკრაინის 74,385 მოქალაქე, ხოლო ბელარუსის 54,147 მოქალაქე. წინა წლის მარტის თვესთან შედარებით, სამივე ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, თუმცა 2020-2021 წლებში კორონავირუსის პანდემიის დროს არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ტენდეციების თვალსაზრისით უფრო საინტერესოა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით არსებული მდგომარეობა.


2019 წლის მარტის თვესთან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი საქართველოში შემომსვლელთა ბელარუსიის მოქალაქეების რიცხვი. მაგალითად, 2022 წლის მარტში, 2019 წლის მარტის თვესთან შედარებით, ბელარუსიის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის მაჩვნებელი 155%-ით გაიზარდა, უკრაინის მოქალაქეების 1%-ით გაიზარდა, ხოლო რუსეთის მოქალაქეების 56%-ით შემცირდა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up