„საქართველო რუსეთის მოქალაქეებისთვის  თავშესაფრად იქცა“ - Euronews

„საქართველო რუსეთის მოქალაქეებისთვის თავშესაფრად იქცა“ - Euronews

access_time2023-02-21 17:00:44

ომის დაწყების შემდეგ ოფიციალური მონაცემებით რუსეთ-საქართველოს საზღვარი დაახლოებით 1,5 მილიონმა რუსეთის მოქალაქემ გადაკვეთა. რამდენი დარჩა უცნობია, თუმცა დედაქალაქის ქუჩებში მათი სიმრავლე შეინიშნება. ამის შესახებ Euronews წერს. 


როგორც გამოცემა წერს, საქართველოს მოქალაქეების დაახლოებით 70% რუსების ჩამოსვლას უარყოფითად აფასებს, რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესებას უჭერს მხარს და აცხადებს, რომ მათი ჩამოსვლა  ქვეყანაზე  უარყოფითად იმოქმედებს.


Euronews  ასევე  წერს, რომ რუსები  საქართველოში  დამკვიდრებას  ცდილობენ, სწავლობენ ენას, მართავენ ბიზნესებს  და საქართველოდან წასვლას აღარც გეგმავენ. 

 

 

ენის გაკვეთილები

 


რუსების  ჩამოსვლის შემდეგ საქართველოში ათასობით  რუსული  კომპანია  დარეგისტრირდა.  რუსები რომლებიც  საქართველოში მობილიზაციას გამოექცნენ ადაპტაციას ცდილობენ, ისინი კი ვინც საქართველოში გრძელვადიანად აპირებენ დარჩენას ენასაც სწავლობენ.

 

Euronews ასევე  წერს, რომ ომის დაწყების შემდეგ თბილისში რუსული  კაფეები, გასართობი  ადგილები და სხვადასხვა  ორგანიზაციები მომენტალურად მომრავლდა. საქართველოს დედაქალაქში არის რუსული მაღაზიებიც.

 

რუსები საქართველოში დარჩენას აპირებენ

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მონაცემებით  ომის  დაწეყების  შემდეგ საქართველოში 15000 -ზე  მეტი  რუსული  ბიზნესი  დარეგისტრიდა, სწორედ ამის გამო თვლიან ექსპერტები, რომ მობილიზაციას გაქცეული რუსები საქართველოში დასარჩენად ჩამოვიდნენ.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა“ საქართველოს უფროსი ანალიტიკოსი ბესო ნამჩავაძე Euronews - სთან ამბობს, რომ ერთ მისამართზე ასობით კომპანიაა დარეგისტრიებული

 

„არის რამდენიმე სოფელიც კი, სადაც სულ რაღაც ორ თვეში 400-მდე კომპანიაა რეგისტრირებული. მათ სჭირდებათ ეს მისამართები ფორმალური მოთხოვნებისთვის. მათ უნდათ აქ დარჩენა, ზოგს უნდა მუშაობა, ან ბიზნესის შექმნა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ინდმეწარმედ დარეგისტრირდებიან, ეს ბინადრობის მოწმობის მიღებას აადვილებს“ -  აცხადებს ნამჩავაძე.

 

 

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up