საქართველო რუსეთში 50 000 ევროზე ძვირიან მანქანებს აღარ უშვებს - რუსული მედია

საქართველო რუსეთში 50 000 ევროზე ძვირიან მანქანებს აღარ უშვებს - რუსული მედია

access_time2023-04-18 14:00:06

საქართველომ შეწყვიტა რუსეთის მიმართულებით ისეთი ტრანზიტული ავტომობილების გაშვება, რომელთა ღირებულებაც 50 000 ევროზე მეტია. ამის შესახებ ინფორმაცია რუსულ ტელეგრამარხებზე ვრცელდება.

 

ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მეოთხე პაკეტი რუსეთში ავტომობილების შეყვანას კრძალავს, რომელთა ღირებულებაც 50 ათას ევროზე მეტია. როგორც ტელეგრამარხებზე წერენ საქართველო შიშობს რომ მეორადი სანქციების ქვეშ არ მოხვდეს.

 

„ბევრმა მოხერხებულ რუსს და გადამყიდველს გარკვეული სქემებისა და საკანონმდებლო ხარვეზების გამოყენებით, მანქანები აშშ-დან სომხეთში შემდეგ კი რუსეთსა და ევრაზიული კავშირის სხვა ქვეყნებში გადაჰყავდა. სარგებელი უფრო დიდი იყო, ვიდრე პირდაპირ რუსეთში შეყვანის შემთხვევაში შეზღუდულ არჩევანის პირობებში კი ძვირადღირებული მოდელების დაყოვნება არ ხდებოდა, “- ნათქვამია ტელეგრამზე გავრცელებულ შეტყობინებაში.

 

თუმცა როგორც ტელეგრამარხის ავტორი წერს, გასულ კვირას „ზემო ლარსის“ ტელეგრამჩატში და სომხეთიდან რუსეთში ავტომობილების გადამყვანთა ჯგუფში გაჩნდა შეტყობინებები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ შეწყვიტა სომხეთიდან რუსეთში რეექსპორტისთვის ავტომობილების სარკინიგზო ტრანზიტი.


 

როგორც რუსული მედია განმარტავს მიუხედავად დიმისა, რომ  საქართველომ არ დააწესა ეროვნული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ,  შეუერთდა ყველა საერთაშორისო შეზღუდვას.

 

როგორც რუსული მედია აღნიშნავს,  ტრანზიტის გადამისამართება შესაძლებელია აფხაზეთის გავლით. 31 მარტს რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც იცვლება საქართველოს საზღვარზე გადატანილი საქონლისა და აღჭურვილობის ნუსხა. ამასთან დაკავშირებით „რადიო თავისუფლება“ წერს.

 

აფხაზეთში ტრანსპორტირებისთვის დაშვებული საქონლის ნუსხაში, გარდა ნერგების, თესლების, ფრინველის, ცხოველების საკვებისა, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა, შედის „საავტომობილო მანქანები, საავტომობილო ნაწილები, საავტომობილო და სხვა საპოხი ზეთები მანქანებისთვის“. 2015 წლიდან მოყოლებული „ექსპორტისთვის“ ნებადართული ერთადერთი პროდუქტი თხილი იყო.

 

დოკუმენტის გამოქვეყნებამ ფართო რეზონანსი გამოიწვია აფხაზეთში. ოპოზიციის აზრით, საქართველოს სპეცსამსახურების გაზრდილი აქტივობისა და საქართველოს მეორე ფრონტის გახსნის გაზრდილი რისკის ფონზე, ვაჭრობის ლიბერალიზაციამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას აფხაზეთის უსაფრთხოებას. ხელისუფლებამ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ შეზღუდვების მოხსნა ეხება მხოლოდ ფიზიკურ და არა იურიდიულ პირებს.

 

„კომერსანტი“ თემაზე მუშაობას აგრძელებს და შესაბამისი უწყებებიდან კომენტარის მოპოვებას ცდილობს.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up