საქართველო სატრანსპორტო დერეფანი შესაძლოა, 10 მიმართულებით გახდეს - რა ტენდენციები იკვეთება

საქართველო სატრანსპორტო დერეფანი შესაძლოა, 10 მიმართულებით გახდეს - რა ტენდენციები იკვეთება

access_time2022-04-01 19:00:00

„ჯამში, 10 მიმართულებიდან იკვეთება ტვირთების მოზიდვის შესაძლებლობა“,- ამის შესახებ სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დირექტორმა პაატა ცაგარეიშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.


მისი თქმით, 16-20 მლნ ტონა ტვირთის მოზიდვის შესაძლებლობა არსებობს და თუ საქართველომ 60%-ის ათვისება მაინც შეძლო, ქვეყანაში 10-12 მლნ ტონა ტვირთის ტრანზიტი მოხდება.


შეგახსენებთ, რომ ყაზახეთმა ექსპორტის ალტერნატიული მარშრუტები შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც, ტვირთების ტრანზიტს საქართველოს გავლით განახორციელებს. ამასთან, როგორც ცნობილია, ყაზახური ნავთობის რუსული მარშრუტის ალტერნატივად შესაძლოა, ბაქო-თბილისი ჯეიჰანის მილსადენი გახდეს. ყაზახი ნავთობმწარმოებლები ერთ-ერთ ვარიანტად ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის გამოყენებას განიხილავენ, რომელიც ყაზახური ნავთობის ნაწილს ისედაც ატარებს.


„იმ ბატალიების შემდეგ, რაც მეზობელ ქვეყნებში განვითარდა, ჩვენ ვაკეთებთ კვლევას, რომლის მიხედვითაც, ჯამში 10 მიმართულებით იკვეთება ტვირთების მოზიდვის შესაძლებლობა. ეს არის ის, რასაც ხელის გულზე დევს, 10 მიმართულებიდან წამოვა ტვირთების ნაკადი.



ჯამურად, 16-20 მლნ ტონა ტვირთის მოზიდვის შესაძლებლობაა და თუ ჩვენ ამ ტვირთის 60% მაინც მივიღეთ, გამოდის 10-12 მლნ ტონა ტვირთვის გატარებას შევძლებთ. მაგალითად, ყაზახეთი ამბობს, რომ 2 მლნ ტვირთს გაატარებს საქართველოზე. გარდა ამისა, საუბარია ნავთობზეც, რომელსაც ყაზახეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენში გატარებასთან ერთად, რკინიგზაზე გადმომისამართებასაც გეგმავს.


ზოგადად კი, ეს 12 მლნ ტონა ტვირთი რომ გავატაროთ, დაახლობით 2-3 წელი დაგვჭირდება ამისთვის. ტვირთის მოზიდვა არ არის მოკლევადიანი, ეს არის ინერტული პროცესი და პერიოდი სჭირდება მის განხორციელებას.


ახლა მეორე საკითხია, ჩვენ ეს დრო არ უნდა დავკარგოთ და ის, რაც 10 წლის განმავლობში ვერ მოვახერხეთ ლოჯისტიკურად და ორგანიზაციულად, ანუ, რა ჩამორჩენაც გვაქვს, უნდა მოგვარდეს. ეს არის წინაპირობა, რომ ეს ტვირთი გავატაროთ და ამ 10 მიმართულებით სატრანსპორტო დერეფანი გავხდეთ“,- განაცხადა პაატა ცაგარეიშვილმა.


bpn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up