საქართველო თხილის მწარმოებელთა ხუთეულის მიღმა - აზერბაიჯანი ძლიერი კონკურენტი გახდა

საქართველო თხილის მწარმოებელთა ხუთეულის მიღმა - აზერბაიჯანი ძლიერი კონკურენტი გახდა

access_time2022-06-03 18:00:38

თხილის მწარმოებელთა მსოფლიო ხუთეულიდან საქართველო 2016  წელს ამოვარდა და დაკარგული პოზიციების დაბრუნება შეიძლება ვერც მოახერხოს. სულ რაღაც 6-7 წელია, აზერბაიჯანმა თხილის წარმოება დაიწყო და უკვე 17 000 ტონით გავიდა წინ. ამასთან, წლიდან წლამდე აფართოებს წარმოებას.


დღესდღეობით ქართული თხილი საქართველოს საექსპორტო პროდუქტების ათეულში შედის. ორგანიზაცია ISET-ის კვლევის მიხედვით, ატარა და გაარკვია, რომ 2010-2020 წლებში თხილის ექსპორტმა საქართველოს მთლიანი ექსპორტის 4.4% შეადგინა. 2013 წელს ექსპორტირებული თხილის რაოდენობამ მაქსიმუმს, 30 ათას ტონას მიაღწია, შემდეგ წლებში კი 19 ათას ტონამდე შემცირდა, სამაგიეროდ გაიზარდა ექსპორტირებული თხილის ღირებულება, რაც ნიშნავს, რომ ერთი კილოგრამი ექსპორტირებული ქართული თხილის ფასი უფრო მაღალი იყო, ვიდრე წინა წლებში.

 

,,2017 წელი თხილის სექტორისთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა: გავრცელდა სხვადასხვა სოკოვანი დაავადება, ხოლო აზიური ფაროსანას შემოჭრამ კიდევ უფრო დაამძიმა სექტორში არსებული სიტუაცია. შედეგად, გაუარესდა როგორც წარმოებული თხილის ხარისხი, ისე შემცირდა წარმოებული რაოდენობაც. 2017 წელს მნიშვნელოვნად შემცირდა თხილის მწარმოებელთა შემოსავლებიც, რაც წარმოების შემცირებამ განაპირობა: 2016 წელთან შედარებით თხილის წარმოების დონე 27%-ით შემცირდა. 2019 წელს დაიწყო თხილის სექტორმა აღდგენა დაიწყო: 2018 წელთან შედარებით თხილის წარმოება 41%-ით გაიზარდა. შედეგად, თხილის ექსპორტი გაიზარდა და ექსპორტის რაოდენობით საქართველო შევიდა მსოფლიოს თხილის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში. რეიტინგი ასე გამოიყურებოდა: თურქეთი (59.7%), იტალია (8%), აშშ (7.1%), აზერბაიჯანი (7.0%) და საქართველო (3.8%).

2020 წელი კარგი წელი იყო თხილის სექტორისთვის მოსავლის მხრივ: 2019 წელთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის რაოდენობა  35%-ით, ხოლო ექსპორტირებული თხილის ღირებულება  44%-ით გაიზარდა“, - აღნიშნულია კვლევაში.


თხილი არამხოლოდ საექსპორტო თვალსაზრისითაა საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტი, არამედ დასაქმების კუთხითაც. 2014 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერის თანახმად, თხილის წარმოებაში 107 247 შინამეურნეობაა ჩართული და მათი უმრავლესობის კეთილდღეობა სწორედ ამ საქმიანობაზეა დამოკიდებული.



როგორც აგრარული სფეროს სპეციალისტი პაატა აროშიძე აღნიშნავს, საქართველოს რადიკალური ზომების მიღება მოუწევს, რომ თხილის ბაზარზე პოზიციების გაუმჯობესება შეძლოს.


,,ჩვენ ორიენტირად გვაქვს ევროპული ბაზარიმაგრამ სასურველი იქნება ინტეგრაციის მეტი დონე, მეტი ექსპორტი, რომელიც ეკონომიკის ყველა მიმართულების საზრუნავი უნდა იყოს. თხილის, კაკლოვანი კულტურების ექსპორტში ხუთეულში იყავით, მაგრამ მეოთხე ადგილზე მყოფს 10-ჯერ ჩამოვრჩებოდით, მას შემდეგ კი, რაც აზერბაიჯანმა დაიწყო წარმოება, ქართული თხილის პოზიციები საგრძნობლად შესუსტდა.  რაღაც რადიკალურ ზომებს თუ არ მივმართეთ სოფლის მეურნეობას ძალიან გაუჭირდება“, - ამბობს აროშიძე ,,კომერსანტთან“.


გაეროს სურსათის ორგანიზაციის (FAO) შეფასებით, საქართველო თხილის უმსხვილესი მწარმოებელი ქვეყნების პირველ სამეულში ადგილს მხოლოდ 2014-2015 წლებში იკავებდა. ამ პერიოდში თხილის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი მაქსიმალური იყო და $180 მილიონ დოლარს აღწევდა. 2016 წელს საქართველომ უმსხვილეს მწარმოებელთა შორის მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო 2017 წლიდან აზიური ფაროსანას გავრცელებამ თხილის პლანტაციები დააზიანა და მოსავალიც, რის გამოც ქვეყანა მეშვიდე ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა 2021 წელს მეექვსე პოზიციაზე აღმოჩნდა. მეხუთე პოზიციაზე მყოფი ქვეყანა ჩილე მცირედით გვისწრებს, თუმცა მასზე წინ მდგომ აზერბაიჯანთან შედარებით, მკვეთრი ჩამორჩენაა.


FAO-ს მონაცემებით, აზერბაიჯანი  49,465 ტონა მოსავლით მსოფლიოში თხილის წარმოებაში მესამე ადგილს იკავებს. ამით იგი საქართველოში თხილის მოსავლის პიკურ მოცულობასაც თითქმის 19,000 ტონით აღემატება. სხვაობა საკმაოდ დამაფიქრებელია, ვინაიდან აზერბაიჯანმა თხილის წარმოება განსაკუთრებულად ბოლო 6-7 წლის განმავლობაში გაზარდა.


მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up