დღეს, თბილისმა საქართველო-სლოვენიის ბიზნეს ფორუმს უმასპინძლა. საქართველოს სავაჭრო პალატის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებას 100 - მდე ბიზნესის წარმომადგენელი დაესწრო.
ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ, სლოვენიის სავაჭრო პალატისა და საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა.
ქართველ მეწარმეებთან ბიზნეს კავშირების დამყარების მიზნით სლოვენიურ დელეგაციას თან ახლდა სლოვენიური კომპანიები სხვადასხვა სექტორებიდან.
ფორუმის ფარგლებში, ორმხრივი ბიზნეს შეხვედრები ჩატარდა, სადაც ქართული ბიზნესის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ დაემყარებინათ ბიზნეს კავშირები სლოვენიურ კომპანიებთან.
ასევე, განიხილეს საინვესტიციო შესაძლებლობები, სამომავლო თანამშრომლობისა და პოტენციური პარტნიორობის პერსპექტივები.