საქართველო „თანაბარი ანაზღაურების საერთაშორისო კოალიციაში

საქართველო „თანაბარი ანაზღაურების საერთაშორისო კოალიციაში" გაწევრიანდა

access_time2021-09-18 12:15:23

საქართველო „თანაბარი ანაზღაურების საერთაშორისო კოალიციაში" (EPIC) გაწევრიანდა, რითიც ქვეყანა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თანაბარი შრომისთვის თანაბარი ანაზღაურების აუცილებლობას. გაწევრიანების დოკუმენტზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ მოაწერა ხელი. დოკუმენტზე ხელმოწერით ქვეყანა გენდერული სახელფასო სხვაობის აღმოფხვრისათვის შესაბამისი ვალდებულებებს შეასრულებს.

 

„დღეს მსოფლიო ზეიმობს თანაბარი ანაზღაურების დღეს, რითიც მსოფლიო ქვეყნები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ მნიშვნელოვანია ქალსა და მამაკაცს შორის თანაბარი ხელფასის გადახდა სამუშაო ადგილზე. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად საქართველომ ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადადგა, სწორედ ამას მოიაზრებს შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებები, ისევე როგორც შრომის ინსპექციის მანდატი, რომელშიც შედის სამუშაო ადგილებზე ქალსა და მამაკაცს შორის თანაბარი ანაზღაურების შემოწმება, ინსპექტირება და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა. საქართველო არის ერთ-ერთი პირველი იმ ქვეყნებს შორის, რომელიც საერთაშორისო კოალიციას უერთდება და ამით იღებს ვალდებულებას, რომ შეიმუშავებს და გააუმჯობესებს, თანაბარი ანაზღაურების მონიტორინგის და უზრუნველყოფის მეთოდოლოგიას, მათ შორის აქტიურად იმუშავებს სოციალურ პარტნიორებთან, რომ დამსაქმებლებმა და დასაქმებულებმა იცოდნენ საკუთარი უფლებების შესახებ და დაინერგოს თანაბარი ანაზღაურების პრაქტიკა, რომელიც მერე უკვე აისახება ქალთა ეკონომიკურ აქტივაციაში, რაც ზოგადად ეკონომიკური კეთილდღეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელია“, - აღნიშნა თამარ ბარკალაიამ.

 

იმას, რომ გენდერულ ჭრილში ანაზღაურების გათანაბრება სახელმწიფოს პრიორიტეტია კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა საკითხებში.

 

„ამ პლატფორმასთან მიერთებით კიდევ ერთხელ ვაღიარებთ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველანაირად, როგორც საკანონმდებლო, ასევე პრაქტიკის დონეზე თანაბარი შრომისთვის თანაბარი ანაზღაურების საკითხს. სახელმწიფო ამ თემაზე წლების განმავლობაში მუშაობდა და გარკვეული პროგრესი უკვე გვაქვს, რაც შრომის კანონმდებლობაშია ასახული. აღნიშნული პროცესი ძალიან  მნიშვნელოვანია რადგან ხელს უწყობს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას“, - აღნიშნა ნიკო თათულაშვილმა.


 

„გაეროს ქალთა ორგანიზაციის“ წარმომადგენელმა საქართველოში გენდერული თანასწორობის ნაწილში საქართველოს მიღწევებზე ისაუბრა.

 

“გენდერული თანასწორობის საკითხებში საქართველოს გასაოცარი შედეგები აქვს, თუმცა ქალთა თანაბარი მონაწილეობის კუთხით მუშაობა კვლავ საჭიროა. დღეს ისტორიული დღეა, რადგან საქართველო შეუერთდა თანაბარი ანაზღაურების საერთაშორისო კოალიციას. ეს მთავრობის მიღწევაა და ქალსა და მამაკაცს შორის თანაბარი ანაზღაურებისთვის გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.  აღნიშნული ქართველი ქალებისთვის გამოწვევას წარმოადგენს.  მიზნის მისაღწევად ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, დღევანდელი დღე კი აღნიშნულის დასაწყისია”, - აღნიშნა კაორი იშიკავამ.

 

ღონისძიება სიმბოლურად თანაბარი ანაზღაურების საერთაშორისო დღეს დაემთხვა. შეხვედრაზე მთავრობის, პარლამენტის, კერძო სექტორის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა მიმდინარე და ამჟამად დაგეგმილი გენდერული სახელფასო სხვაობის და უთანასწორობის აღმოსაფხვრელი ზომები განიხილეს. მოხდა „თანაბარი ანაზღაურების შეფასების და ანგარიშების“ (EPRR) მეთოდოლოგიის წარდგენა და მისი განხორციელებისათვის აუცილებელი შემდგომი ნაბიჯების განხილვა.

 

შეხვედრა განხორციელდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის ფარგლებში -  „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“, რომელიც დაფინანსებული შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ (ADA). 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up