საქართველო „ტრანსკასპიური აღმოსავლეთ-დასავლეთ შუა დერეფნის შესახებ ოთხმხრივ დეკლარაციას მიუერთდა

საქართველო „ტრანსკასპიური აღმოსავლეთ-დასავლეთ შუა დერეფნის შესახებ ოთხმხრივ დეკლარაციას მიუერთდა

access_time2022-03-31 14:00:18

საქართველოს, აზერბაიჯანს, თურქეთსა და ყაზახეთს შორის ხელი მოეწერა ოთხმხრივ დეკლარაციას „ტრანსკასპიური აღმოსავლეთ-დასავლეთ შუა დერეფნის შესახებ“, რომელშიც ხაზი გაესვა ტრანსკასპიური აღმოსავლეთ-დასავლეთ შუა დერეფნის მნიშვნელობასა და დეკლარაციის მხარე სახელმწიფოების სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრეს–ცენტრი ავრცელებს.

 

მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.


პრეს–ცენტრის ცნობით, დეკლარაციაში ხაზგასმულია სატრანსპორტო დერეფნების განვითარებისა და  სატრანზიტო პოტენციალის გაზრდის, საერთაშორისო სატრანსპორტო სისტემაში „ტრანსკასპიური აღმოსავლეთ-დასავლეთ შუა დერეფნის“ ინტეგრაციისა და მხარეთა შორის თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელოვანი როლი.

 

დოკუმენტში ასევე აღინიშნა, რომ ევროპასა და აზიას შორის კონკურენტუნარიანი ტრანსპორტის ხელშეწყობისათვის ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო ხაზის მნიშვნელოვანი როლი და ყურადღება გამახვილდა აღნიშნული სარკინიგზო ხაზის გამტარუნარიანობის გაუმჯობესებისათვის სამშენებლო სამუშაოების დასრულების მნიშვნელობაზე, რაც სარკინიგზო ხაზის გაძლიერებას ემსახურება, ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


 

დეკლარაციაში ასევე ხაზგასმულია აღნიშნული მარშრუტით სატრანსპორტო ოპერაციების ხარისხის ზრდისათვის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების მნიშვნელოვანი საჭიროება.


ყაზახეთის მხარესთან მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკება საქართველოს სატრანსპორტო კორიდორში ნავთობის და ნავთობპროდუქტების დამატებითი მოცულობების გადაზიდვის შესახებ. კერძოდ, 2022 - 2023 წლებში დაგეგმილია ყაზახური წარმოშობის დაახლოებით 2 მლნ ტონა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბათუმის ნავთობტერმინალის გავლით ტრანსპორტირება, - განაცხადა  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა. მისი თქმით, „საქართველოს რკინიგზა ასევე აქტიურად მუშაობს შუა კორიდორში მშრალი ტვირთების მოზიდვის მიმართულებითაც. რკინიგზის საერთაშორისო გადაზიდვებით ტრანსპორტირებული ტვირთების სტატისტიკური მონაცემების შედარების შედეგად, ცხადი ხდება, რომ, პანდემიის მიუხედავად, ეს მაჩვენებელი ზრდის დინამიკით ხასიათდება, რაც ხაზს უსვამს ჩვენი დერეფნის კონკურენტუნარიანობას.

 

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 2021 წელს რკინიგზით საერთაშორისო გადაზიდვებით გადაზიდულმა ტვირთების რაოდენობამ შეადგინა 10.2 მილიონი ტონა, რაც 2020 წელთან შედარებით 11.3%-ით მეტია  და 9.2 მილიონი ტონას შეადგენს. მისი თქმით, 2021 წელს BTK-თი (გარდაბანი-ახალქალაქი და უკუმიმართულება) გადაზიდულმა კონტეინერების რაოდენობამ შეადგინა 20,492 TEU, რაც 2020 წელთან  შედარებით 95.7%-ით მეტია, ამასთან, 2021 წელს შუა დერეფანზე ჩინეთიდან/კენ საქართველოს გავლით გადაზიდულმა კონტეინერების რაოდენობამ შეადგინა 10,094 TEU, რაც 2020 წელთან  შედარებით 221.6%-ით მეტია.

 

რაც შეეხება ტვირთბრუნვას 2022 წლის დასაწყისში, გურამ გურამიშვილის განცხადებით, 2022 წლის იანვარ-თებერვლის პერიოდში რკინიგზით საერთაშორისო გადაზიდვებით გადაზიდულმა ტვირთების რაოდენობამ შეადგინა 1.8 მილიონი ტონა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10.7%-ით მეტია და 1.6 მილიონ ტონას შეადგენს. ამასთან, საანგარიშო პერიოდში 2022 წლის იანვარი-თებერვლის პერიოდში BTK-თი (გარდაბანი-ახალქალაქი და უკუმიმართულება) გადაზიდულმა კონტეინერების რაოდენობამ შეადგინა    4,074 TEU, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 78.2%-ით მეტია (2,286 TEU).




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up