საქართველო-თურქეთის სავაჭრო ხელშეკრულებაში ცვლილებები შევა

საქართველო-თურქეთის სავაჭრო ხელშეკრულებაში ცვლილებები შევა

access_time2021-12-25 10:00:03

საქართველო-თურქეთს შორის გაფორმებულ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანა იგეგმება.

შედეგად, გაფართოვდება იმ პროდუქტების ჩამონათვალი, რომლის ექსპორტზე გატანაც საქართველოდან მეზობელ ქვეყანაში გამარტივებული რეჟიმით იქნება შესაძლებელი. ამასთან, მხარეები მუშაობენ საკითხზე, რომ შეთანხმებამ პროდუქტებთან ერთად სერვისის მიმართულებაც მოიცვას.

სწორედ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის გადახედვა იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაც საქართველოში ვიზიტით მყოფმა თურქეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ ქართულ მხარესთან განიხილა.

მუსტაფა თუზჯუს განცხადებით, ცვლილებების შედეგად ქართველ ექსპორტიორებს შესაძლებლობა ექნებათ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით თურქეთში ისეთი პროდუქცია შეიტანონ როგორიცაა მაგალითად თაფლი, სხვადასხვა ბოსტნეული და წვენები.


„ამ დროისთვის საქართველოსა და თურქეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება მოიცავს მხოლოდ პროდუქციას და ის არ ვრცელდება სერვისებზე. ამიტომ გვსურს, რომ მას დავამატოთ სხვა მიმართულებებიც, მაგალითად ტრანსპორტირება, ფინანსური სერვისები. ასევე გვინდა, რომ შეთანხმება მოიცავდეს სოფლის მეურნეობის უფრო მეტ პროდუქციას. ქართული მხარისგან არის მოთხოვნა, რომ ხელშეკრულებას დაემატოს თაფლი, სხვადასხვა ცხოველური პროდუქცია და ვფიქრობთ, ამ მიმართულებით პროგრესს მომავალი წლისთვის მივაღწევთ. ჩვენი მოსაზრებაა, რომ ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა სამ მილიარდამდე გავზარდოთ და ეს ცვლილებებიც დაგვეხმარება ამ მიზნის მიღწევაში. თუმცა იმისთვის, რომ საქართველოდან თურქეთში ექსპორტი გაიზარდოს, აუცილებელია თავად ქართული პროდუქციის წარმოება გაიზარდოს“,- განაცხადა თურქეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ მუსტაფა თუზჯუმ.

ცნობისთვის, სავაჭრო ბრუნვის მიხედვით თურქეთი საქართველოს მთავარი პარტნიორი ქვეყანაა და ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ მიმდინარე წლის 11 თვეში მილიარდ 900 მლნ დოლარს მიაღწია. თუმცა იმპორტი კვლავ მნიშვნელოვნად აღემატება ექსპორტს, იანვარ-ნოემბერში თურქეთიდან იმპორტმა 1.6 მლრდ დოლარს მიაღწია, ხოლო საქართველოდან მეზობელ ქვეყანაში ამ პერიოდში 291 მლნ დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა.


წყარო: business formula.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up