საქართველო თხილის მწარმობელ ქვეყნებს შორის მე-6 ადგილზეა - რა წილი უკავია ქვეყანას გლობალურ წარმოებაში

საქართველო თხილის მწარმობელ ქვეყნებს შორის მე-6 ადგილზეა - რა წილი უკავია ქვეყანას გლობალურ წარმოებაში

access_time2021-09-30 21:00:00

2020/21 წლიურ სეზონზე თხილის გლობალურ წარმოებაში საქართველოს წამყვანი ქვეყნების შვიდეულში 3%-იანი წილით მეექვსე ადგილი უკავია და მხოლოდ 1%-ით ჩამორჩება წინა სამ ქვეყანას - აშშ-ს, აზერბაიჯანსა და ჩილეს.


საქართველომ, გასულ სეზონთან შედარებით, თხილის გულის წარმოება 4300 ტონით გაზარდა და მთლიანობაში 17 500 ტონა აწარმოა, ხოლო 5-წლიანი წარმოების საშუალო მაჩვენებელმა 13 848 ტონა შეადგინა. ამის შესახებ International Nut & Dried Fruit Council-ის ყოველწლიურ ანგარიშში წერია, რომელიც 2020/21 წლიური სეზონის თხილისა და ჩირის გლობალურ წარმოებას ეხება.


ანგარიშის მიხედვით, 2020/21 წლიურ სეზონზე გლობალური მოსავლის აღება დასრულდა და მხოლოდ თხილის გულის მოცულობით 512 000 ტონა შეადგინა, რაც ბოლო 10 წელიწადში სიდიდით მეორე მაჩვენებელია. ყველაზე დიდი მოსავალი, 539 925 ტონა თხილის გული 2019/2020 წლიურ სეზონზე დაფიქსირდა.


პირველ ადგილზე თურქეთია, რომლის წილიც მსოფლიო თხილის მოსავლის 62%-ია. თურქეთმა 320 000 ტონა თხილი აწარმოა.


შემდეგი იტალიაა, რომელმაც წინა სეზონზე უამინდობით გამოწვეული უჩვეულოდ დაბალი მოსავლის მაჩვენებელი, 35 250 ტ. რეკორდულად დაძლია და გააორმაგა. წელს იტალიის თხილის მოსავალმა 75 000 ტონას გადააჭარბა. იტალიამ ბოლო 10 წლის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, თხილის წარმოება 57%-ით გაზარდა.


იმავე 10-წლიან საშუალო მაჩვენებელთან და წინა სეზონის მოსავალთან შედარებით, აშშ-სა და ჩილეს მოსავალმაც წლევანდელ სეზონზე რეკორდულ დონეს მიაღწია. აშშ-მა წარმოება შარშანდელი 15 725-დან 22 600 ტონამდე, ჩილემ კი 13 393-დან 20 200 ტონამდე გაზარდა.


რაც შეეხება მეზობელ აზებაიჯანს, მისი წარმოებაც შარშანდელი სეზონის 16 800 ტონიდან წელს 21 600 ტონამდე გაიზარდა.


International Nut & Dried Fruit Council-ის წამყვანი მწარმოებელი ქვეყნების 7-ეული ასეთია:



· თურქეთი - 62% (320 000 ტონა)

· იტალია - 15% (75 200 ტონა)

· აშშ - 4% (22 600 ტონა)

· აზერბაიჯანი - 4% (21 000 ტონა)

· ჩილე - 4%, (20 200 ტონა)

· საქართველო - 3% (17 500 ტონა)

· ირანი - 2% (9 000 ტონა)


ამ ქვეყნების 5-წლიანი წარმოების საშუალო მაჩვენებელი შემდეგია:


· თურქეთი - 328 500 ტონა

· იტალია - 53 540 ტონა

· აშშ - 22 136 ტონა

· აზერბაიჯანი - 17 090 ტონა

· ჩილე - 16 553 ტონა

· საქართველო - 13 848 ტონა

· ირანი 8 400 ტონა


International Nut & Dried Fruit Council-ის 2019/20 წლიური სეზონის ანგარიშის მიხედვით, საქართველო გლობალურ მწარმოებელთა შვიდეულში ისევ მე-6 ადგილზეა, თუმცა შედარებით დაბალი მაჩვენებლით. 528 000 ტონა თხილის გულის გლობალური წარმოებიდან, საქართველოს წილი, 13 200 ტონით, 2% იყო.



bpn.ge



თეგები:
თხილი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up