საქართველოს წიწიბურას შესყიდვა მნიშვნელოვნად გაუძვირდა. ქვეყანამ 2022 წლის იანვარ-ივნისში 3 მლნ 96 ათას 640 დოლარის ღირებულების 2981 ტონა წიწიბურა იყიდა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 2 მლნ 891 ათას 180 დოლარის 3194 ტონა წიწიბურა.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ქვეყანამ 2022 წლის პირველ ნახევარში 6.6%-ით ნაკლები წიწიბურა იყიდა, თუმცა ღირებულებით მაჩვენებელში გაცილებით მეტი თანხის გადახდა მოუხდა.
წიწიბურას 99%-ს საქართველო რუსეთიდან ყიდულობს, დარჩენილ მინიმალურ რაოდენობას კი პოლონეთიდან, გერმანიიდან და იტალიიდან.