საქართველო ყაზახი ტურისტებისთვის საინტერესო მიმართულებად ჩამოყალიბდა

საქართველო ყაზახი ტურისტებისთვის საინტერესო მიმართულებად ჩამოყალიბდა

access_time2021-10-02 11:00:46

საქართველო ყაზახი ტურისტებისთვის საინტერესო მიმართულებად ჩამოყალიბდა, - ასე ფიქრობს ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების მმართველი საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი ჯახუტაშვილი. მისი თქმით, გაერთიანების ამჟამინდელი მიზანია ნახევარი მილიონი ყაზახი ტურისტის მოზიდვა და მათთვის მაღალი სერვისის მიწოდება.

ჩვენი ამჟამინდელი მიზანია ნახევარი მილიონი ტურისტი მოვიზიდოთ ყაზახეთიდან და მათ შევუქმნათ ისეთი მომსახურება, რომ არა მხოლოდ ერთჯერადად ჩამოვიდნენ ჩვენთან, არამედ გავხადოთ ისინი ლოიალურები, რათა ყოველწლიურად გვესტუმრონ.“- აღნიშნა ყაზახურ-ეკონომიკური გაერთიანების მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი ჯახუტაშვილმა ცოტა ხნის წინ, 29 სექტემბერს, ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ორგანიზებით გამართულ მრგვალ მაგიდაზე, რომელიც ჩატარდა თემაზე „ყაზახური ტურისტული ნაკადის მნიშვნელობა და პერსპექტივები საქართველოსთვის“. შეხვედრაზე ტურიზმის სექტორში არსებულ გამოწვევებსა და ტურისტული ნაკადების ზრდისთვის საჭირო სამომავლო აქტივობებზე ისაუბრეს. ღონისძიებას საქართველოს ტურიზმის საჯარო და კერძო სექტოების, ასევე, საქართველოში ყაზახეთის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გიორგი ჯახუტაშვილმა მოწვეულ სტუმრებს უფრო მეტი ინფორმაციისთვის ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანებისა და „თიბისი კაპიტალის“ 2006-2020 წლების ერთობლივი კვლევის შედეგები გააცნო, რაც ორ ქვეყანას შორის ტურიზმის ხელშეწყობის მიმართულებით სამომავლო ქმედებების ეფექტიანად განსაზღვრისა და დაგეგმვის შესაძლებლობას იძლევა.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ტურიზმის სექტორში არსებული მდგომარება, მათ შორის, კერძო ტურისტული სექტორის გამოცდილება ყაზახ ტურისტებთან მიმართებაში, ტურისტული პროცესების ჯაჭვის მნიშვნელობა საქართველოში მოგზაურობის დაგეგმვისას და თითოეული რგოლის შესაძლებლობები. ღონისძიების მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს მათი მხრიდან განხორციელებულ ძალისხმევაზე, რომლის წყალობითაც საქართველო ყაზახი ტურისტებისთვის საინტერესო მიმართულებად ჩამოყალიბდა.

ჯახუტაშვილის თქმით, 2011-დან 2019 წლის ჩათვლით, ყაზახეთიდან საქართველოში შემომსვლელი ტურისტების რაოდენობამ, წელიწადში, საშუალოდ 25,9%-იან ზრდას მიაღწია, მაშინ, როცა დსთ-ს ქვეყნებიდან ზრდის მაჩვენებელი 15,8%, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებიდან - 19,8% იყო.

ცნობისთვის, 2020 წლის ჩათვლით საქართველოში ყაზახეთიდან ტურისტებს მხოლოდ ერთი ავიაკომპანიით, Air Astana-თი შეეძლოთ ჩამოსვლა, 2021 წელს კი დაემატა დაბალბიუჯეტური Fly Arystan, რომლითაც ყაზახ ტურისტებს საქართველოში ფრენა შედარებით დაბალ ფასად უკვე 4 ქალაქიდან შეუძლიათ. 2020 წელს საქართველოს 13 779 ყაზახი ვიზიტორი ესტუმრა. 2021 წლის ორ კვარტალაში კი ამ რიცხვმა უკვე 15 475-ს მიაღწია. ავიაკომპანია Air Astana-ს გენერალური მენეჯერი საქართველოში ყაზახური ტურისტული ნაკადების ზრდას აანონსებს.  კამილა ჟაილაუბაევა დარწმუნებულია, რომ წელს ქართულ სამთო კურორტებს სულ უფრო მეტი ყაზახი სტუმარი ესტუმრება. 


ზამთრის პერიოდში ყაზახი ტურისტების ჩამოყვანა სამთოკურორტებზე გვინდა. ასევე ისეთ გამაჯანსაღებელ ცენტრებში, როგორიც არის ბორჯომი, საირმე და წყალტუბო. ყაზახი ტურისტების რაოდენობა წელს 2020 წელთან შედარებით უკვე 200%-ით გაიზარდა, ყოველთვიური საშუალო ზრდა კი, 50%-ია. ჩვენ ასეთივე ზრდას ველით ზამთრის სეზონზეც და ვიმედოვნებთ, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი ყაზახი ტურისტი ჩამოვა საქართველოში. ზაფხულის პერიოდში ტურისტული ტრაფიკი ძირითადად შავ ზღვის კურორტებისკენ არის, ზამთარში კი, ტურისტების მოზიდვა სამთო და განაჯამსაღებელი კურორტეზე გვინდა“,- ამბობს ჟაილაუბაევა.

საქართველოს ცნობადობის ზრდისთვის მუშაობის გააგრძელებას აანონსებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაც. 

„ჩვენ ყოველწლიურად ვიღებდით მონაწილეობას ყაზახეთში არსებულ მნიშვნელოვან გამოფენებში, გვქონდა ბევრი B2B ღონისძიება, ასევე საკმაოდ საინტერესო პრეს-ტური, როგორც ტუროპერატორებისთვის, ასევე, ცნობილი ინფლუენსერებისა და ბლოგერებისთვის. წელსაც, ავიაკომპანიასთან ერთად ვგეგმავთ გავმართოთ ასეთი ტიპის ღონისძიებები. მომავალი წლისთვის ყაზახეთი არის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა, რომელზეც ჩვენ ვიქნებით ორიენტირებული, რომ ჩავატაროთ სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება, რადგან ვხედავთ ზრდას, გვაქვს უფრო მეტი პირდაპირი ფრენა, რაც ხელს უწყობს ტურისტული ნაკადის ზრდას. ვიაზრებთ, რომ ცნობადობა დიდია, ამიტომ გვინდა აქცენტი გავაკეთოთ არსებულ და ახალ სერვისებზე, რომელიც იქნება აქტუალური მათთვის და ვეცდებით მაქსიმალურად მოვერგოთ მათ მოთხოვნებს“ - ამბობს  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, თამარ ყორიაული.

სოციალური მედიის საკუთარი რესურსით საქართველოს პოპულარიზაციის კამპანიაში აქტიურად ჩართვის მზაობას გამოთქვამს Spend 4 Seasons in Georgia-ს წარმომადგენელი, ქეთა გოლეთიანი.

„მნიშვნელოვანია, ქვეყნისთვის განსხვავებული ნიშის პოვნა, ყაზახი ტურისტებისთვის გამორჩეული სერვისების შეთავაზება, რომელთა მიწოდებაც რეგიონში კონკრეტულად საქართველოს შეუძლია ვიზიტორებისთვის. ასეთი შეიძლება იყოს, რა თქმა უნდა, აგროტურიზმი და ასევე სათავგადასავლო ტურიზმი, რომელიც ბოლო პერიოდში სულ უფრო აქტუალური ხდება“, - განაცხადა ქეთა გოლეთიანმა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up