საქართველოდან ექსპორტი უკრაინაში 93.1%-ით, ხოლო რუსეთში 55.8%-ით შემცირდა - TBC Capital

საქართველოდან ექსპორტი უკრაინაში 93.1%-ით, ხოლო რუსეთში 55.8%-ით შემცირდა - TBC Capital

access_time2022-04-26 16:00:49

„მარტში ნავთობისა და იმპორტის სხვა კატეგორიების ფასების ზრდასთან ერთად, მოლოდინების შესაბამისად, ექსპორტის ფასებიც გაიზარდა. მართალია უკრაინასა (წ/წ -93.1%) და რუსეთში (წ/წ -55.8%) ექსპორტი მკვეთრად შემცირდა, თუმცა სხვა ქვეყნების ხარჯზე მაინც მაღალი - აშშ დოლარში 26.3%-იანი მატება დაფიქსირდა“, — ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ მთავარი ეკონომისტის ოთარ ნადარაიას კვირის მიმოხილვაშია აღნიშნული.


მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.


„თიბისი კაპიტალის“ ინფორმაციით, როგორც პროგნოზირებული იყო, საექსპორტო ბაზრების მიმართ მგრძნობიარე პროდუქციის გატანამ იკლო, სასაქონლო პროდუქტების შემთხვევაში კი, სადაც მოთხოვნა უფრო საერთაშორისო ფასებით განისაზღვრება, მნიშვნელოვანი მდგრადობა დაფიქსირდა. 



„ბუნებრივია, ინფლაცია მწარმოებელთა ფასების ინდექსშიც აისახა, რომელიც წინა წელთან შედარებით, 19.3%-ით გაიზარდა. თიბისი კაპიტალის ბოლო პროგნოზით გათვალისწინებული მაღალი, თუმცა წლის ბოლოს სამომხმარებლო ფასების მატების ერთნიშნა პროგნოზი, კვლავ ნავთობის ფასის დღევანდელთან შედარებით უფრო დაბალ დონეს ითვალისწინებს.


წინა კვირაში მარტის დაკრედიტების მაჩვენებლებიც გახდა ხელმისაწვდომი. მაშინ, როდესაც წლიური ზრდა 18.0%-ით განისაზღვრა, მარტში წინა თვესთან შედარებით, შენელების გარკვეული ნიშნები გამოკვეთა. იმისათვის, რომ 2022 წელს სესხების ზრდამ თიბისი კაპიტალის ბოლო პროგნოზით, გათვალისწინებულ 17.0%-ს მიაღწიოს, მომდევნო თვეებში დაკრედიტების ტემპი უნდა აჩქარდეს. ამავდროულად, ტურიზმისა და გზავნილების უახლესი დინამიკა შედარებით უფრო უკეთესია, ვიდრე ამას ეკონომიკის 5.5%-იანი ზრდის თიბისი კაპიტალის სცენარი ითვალისწინებს“,  აღნიშნულია მიმოხილვაში.


მიმოხილვის მიხედვით, იმისათვის, რომ 2022 წელს სესხების ზრდამ მათი ბოლო პროგნოზით გათვალისწინებულ 17.0%-ს მიაღწიოს, მომდევნო თვეებში დაკრედიტების ტემპი უნდა აჩქარდეს. ამავდროულად, ტურიზმისა და გზავნილების უახლესი დინამიკა შედარებით უფრო უკეთესია, ვიდრე ამას ეკონომიკის თიბისი კაპიტალის 5.5%-იანი ზრდის სცენარი ითვალისწინებს





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up