საქართველოდან ექსპორტზე 118 მლნ დოლარის ღირებულების კაკლოვანი კულტურები გავიდა

საქართველოდან ექსპორტზე 118 მლნ დოლარის ღირებულების კაკლოვანი კულტურები გავიდა

access_time2022-12-24 10:00:57

„თიბისი კაპიტალის“ კაკლოვანი კულტურების ბაზრის კვლევის მიხედვით, 2021 წელს საქართველოდან 118 მლნ დოლარის ღირებულების კაკლოვანი კულტურები გავიდა ექსპორტზე, რაც 26%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. კაკლოვნების ექსპორტის მთლიანი ღირებულების 97%-ს კი თხილის ექსპორტი წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ თხილზე მოთხოვნა მაღალია საერთაშორისო ბაზარზე, გლობალურ ასპარეზზე საქართველო ჯერ-ჯერობით სუსტად არის წარმოდგენილი. იმისათვის, რომ საქართველომ საერთაშორისო ბაზრის პოტენციალი აითვისოს, საჭიროა მიიღწეს სტაბილურობა თხილის წარმოებაში, როგორც ხარისხის, ისე წარმოების მოცულობის თვალსაზრისით.

 

 

კაკლის შემთხვევაში შიდა ბაზარზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად აღემატება წარმოებას, ამავდროულად, ფასი უფრო მაღალია ვიდრე მსოფლიო ბაზარზე, შესაბამისად, ჯერჯერობით მთლიანი წარმოება ადგილობრივად მოიხმარება. მოთხოვნა მაღალია როგორც გადაუმუშავებელ, ასევე - გადამუშავებულ კაკალზე. ადგილობრივი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად კაკალი იმპორტითაც შემოდის. თუმცა, რამდენიმე წელიწადში, წარმოების ზრდასთან,  ერთად კაკლის ექსპორტი უფრო აქტუალური გახდება. მსოფლიოში წარმოების ზრდის კვალდაკვალ, ქართულ კაკალს საკმაოდ კონკურენტულ ბაზარზე მოუწევს შესვლა.

 

 

საქართველოს ბაზრისთვის შედარებით ახალი კულტურებია ნუში და ფისტა. მცირე მოცულობის წარმოების გამო ეს კულტურები ჯერჯერობით ექსპორტზე არ გასულა. ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა ამ კულტურებზე შედარებით დაბალია და მცირე რაოდენობით შემოდის იმპორტით.  ადგილობრივ ბაზარზე  უკვე იყიდება ქართული ნუში, ხოლო ქართული ფისტა მომდევნო წლიდან შეიძლება გამოჩნდეს.

 

 


 

კაკლოვანი კულტურების ბაზარი საკმაოდ კონკურენტულია და ამასთანავე პერსპექტიული, რის გამოც წლიდან წლამდე სულ უფრო იზრდება ინტერესი ამ დარგის მიმართ, როგორც მსოფლიოში, ასევე, საქართველოში.  კაკლოვნებით ვაჭრობა მსოფლიო ვაჭრობის 0.11%-ს შეადგენს. 2020-2021 წლებში კაკლოვნების ექსპორტი მსოფლიოში გაიზარდა 7%-ით. ღირებულების თვალსაზრისით, კი 2021 წელს  20 მილიარდ დოლარს მიაღწია.

 

 

 

2021 წელს კაკლოვნების მთავარი ექსპორტიორები იყვნენ შეერთებული შტატები ($8, 1 მილიარდი), თურქეთი ($1,8 მილიარდი), ირანი ($943 მილიონი), ჩინეთი ($907 მილიონი) და ესპანეთი ($897 მილიონი). მათი წილი მთლიან ექსპორტში თითქმის მესამედს შეადგენს.

 

 

 

ევროპა კაკლოვანი კულტურების ერთ-ერთი დიდი მწარმოებელი და ექსპორტიორია, ამავდროულად ის, კაკლოვანი კულტურების წამყვანი მომხმარებელიცაა. საქართველოსთვისაც ევროპა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია კაკლოვანი კულტურების მიმართულებით.

 

 

 


თეგები:
ექსპორტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up