საქართველოდან ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა გაორმაგდა - EUAA

საქართველოდან ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა გაორმაგდა - EUAA

access_time2023-02-25 18:58:30

საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირსა და შენგენის ზონაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა 2022 წელს, წინა წელთან შედარებით თითქმის გაორმაგდა და 28 797 შეადგინა. მონაცემებს ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტო (EUAA) აქვეყნებს.

 

აქედან უმრავლესობამ - 26 400-მა ქართველმა ევროკავშირში თავშესაფარი პირველად მოითხოვა, 2 397-მა კი - განმეორებით.

 

საქართველოს მხოლოდ 468 მოქალაქეს აქვს მიღებული ლტოლვილის სტატუსი ევროკავშირში, 15 328 განაცხადი განიხილება.

 

2017 წლის მარტიდან საქართველოს მოქალაქეებმა ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის უფლება მიიღეს. მას შემდეგ ქვეყნიდან ევროპაში არალეგალური მიგრანტების ნაკადი მიედინება, რომლებიც ევროზონაში ტურისტების სტატუსით შედიან, მაგრამ მათი დიდი ნაწილი უკან არ ბრუნდება. ასეთი მოქალაქე უკვე 300 ათასია. თავისთვის ყველაზე მიმზიდველ მიგრანტებად

 

2022 წელს საქართველოდან მეტმა ადამიანმა მოითხოვა თავშესაფარი ევროკავშირში, ვიდრე ომში მყოფი უკრაინიდან (28 318). თუმცა ეს აიხსნება იმით, რომ უკრაინიდან წასული დაახლოებით 4 მილიონი ადამიანი დროებითი თავშესაფრისთვის დარეგისტრირდა. EUAA-ს ცნობით, თურქებმა, ვენესუელელებმა, კოლუმბიელებმა, ბანგლადეშელებმა და ქართველებმა ყველაზე მეტი განაცხადი გააკეთეს 2008 წლიდან.

 


საქართველო იმ 3 ქვეყანას შორისაც მოხვდა, საიდანაც აპლიკაციების რაოდენობა 50%-დან 100%-მდე გაზიარდა. ეს ქვეყნებია: პაკისტანი (37 000 განაცხადი), ბანგლადეში (34 000 განაცხადი) და საქართველო (29 000 განაცხადი).

 

2022 წელს ევროკავშირის 27 ქვეყანაში 923 991 თავშესაფრის მოთხოვნა დარეგისტრირდა, რაც 46,5%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით. 2022 წელს გერმანიამ მიიღო 226 467 ლტოლვილის მოთხოვნა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2016 წლის შემდეგ და ამ მაჩვენებლით ლიდერობს ევროკავშირში. მეორე ადგილზეა საფრანგეთი (154 597), შემდეგ მოდის ესპანეთი (116 952) და ავსტრია (108 490). ყველაზე ნაკლები მაჩვენებელია - ლატვიაში (622), სლოვაკეთსა (544) და უნგრეთში (46) არიან.

 

საქართველოდან წასული თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა ბოლო 5 წლის განმავლობაში ასეთია:

 

2018 — 20 950 განაცხადი;

2019 — 22 765 განაცხადი;

2020 — 8 905 განაცხადი;

2021 — 14 970 განაცხადი;

2022 — 28 797 განაცხადი.


„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ბოლო წლებში, ქვეყნიდან მოსახლეობის მზარდ გადინებას ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას უკავშირებს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up