2021 წელს საქართველომ ექსპორტზე სულ 142 მლნ აშშ დოლარის ღირებულების მინერალური და მტკნარი წყლები გაიტანა. რუსეთის წილი მთლიან ექსპორტში 42.9%, უკრაინის კი - 18.5%. ამ პერიოდში მინერალური და მტკნარი წყლები უმსხვილეს საექსპორტო სასაქონლო ჯგუფების ათეულში 3.3%-იანი წილით მერვე ადგილზეა. სტატისტიკის მიხედვით, მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში ხორციელდება.
TOP-10 უმსხვილესი ბაზარი, სადაც საქართველო წყლის ექსპორტს ახორციელებს, შემდეგია:
მტკნარი და მინერალური წყლების ექსპორტი აღნიშნული 10 ქვეყნის გარდა გერმანიაში, ყირგიზეთში, ბულგარეთში, ჩინეთში, მონღოლეთში, კანადაში, ტაჯიკეთში, თურქმენეთში, გაერთიანებულ სამეფოში, სომხეთში, თურქეთში, ვიეტნამში, კვიპროსში და საბერძნეთში განხორციელდა, თუმცა გატანილი წყლების ღირებულება 1 მლნ დოლარს არ აღემატებოდა.