საქართველოდან რუსეთში ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გავლით გასული ავტომობილების რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გაორმაგდა და 1 700-ს გადააჭარბა — ამის შესახებ იფორმაციას რუსული მედია ჩრდილო კავკასიის საბაჟო სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებენ. გამცემის ცნობით 10 მარტის 06:00 საათის მონაცემებით რუსეთში საქართველოდან გასვლისას 1 788 მსუბუქი ავტომობილი დარეგისტრირდა, რუსეთიდან კი 824 ავტომობილი. ამასთან, ლარსის გამშვებ პუნქტზე ორივე მიმართულებიდან რიგები არ არის.
ჩრდილო ოსეთის კავკასიის საბაჟო სამმართველოს 9 მარტის 6:00 საათის მონაცემებით, დღე-ღამის განმავლობაში საქართველოდან რუსეთში 993 ავტომობილი გავიდა, 969 კი შემოვიდა.