საქარველოდან თურქეთში შესულ მამაკაცს თურქმა მებაჟეებმა სხეულზე მიმაგრებული ყუთი აღმოუჩინეს, რომელშიც 250 წყლის კუ იყო მოთავსებული. ამის შესახებ თურქული მედია იტყობინება.
წყლის კუ თურქეთისთვის ინვაზიურ სახეობად არის მიჩნეული. სამართალდამცავებმა კონტრაბანდული კუები ართვინის ეროვნულ პარკს გადასცეს.
თურქული მედია არ წერს, თუ რა სანქცია შეიძლება დაეკისროს თურქეთში კონტრაბანდული კუებით გადასულ პირს.
ინვაზიური (შემოჭრილი) სახეობა (ინგლ. Invasive species) ის სახეობაა, რომელიც ადამიანმა შეიყვანა მისთვის ბუნებრივ საზღვრებს გარეთ არსებულ არეალში და რომელსაც შეუძლია — ან რომელმაც უკვე შეძლო — ახალი ჰაბიტატის დაზარალება