მთავრობის გადაწყვეტილებით, ხორბლის ექსპორტის აკრძალვა ვადაზე ადრე მოიხსნა. აღნიშნული შეზღუდვა დღეიდან ძალაში აღარ არის. ამის შესახებ ინფორმაცია „კომერსანტს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროში დაუდასტურეს.
საქართველოდან ხორბლის და ქერის ექსპორტი აქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წლის 4 ივლისიდან 2023 წლის 4 ივლისამდე იყო აკრძალული. მიზეზად სასურსათო უსაფრთხოების კუთხით არსებული რისკები სახელდებოდა.