საქართველოდან ყატარში ექსპორტი იზრდება - პროდუქტები, რასაც ვყიდით და ვყიდულობთ

საქართველოდან ყატარში ექსპორტი იზრდება - პროდუქტები, რასაც ვყიდით და ვყიდულობთ

access_time2022-06-20 16:30:00

საქართველოდან ყატარში ექსპორტი იზრდება. საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წელის იანვარ-მაისში ქვეყნიდან 730.1 ათასი აშშ დოლარის პროდუქტი გავიდა, ეს მაშინ, როდესაც 2021 წელის 5 თვეში ყატარში ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 592.7 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, 2020 წელის ანალოგიურ პერიოდში - 149 ათასი აშშ დოლარი, ხოლო, პანდემიამდე, 2019 წლის იანვარ-მაისში 430.7 ათასი აშშ დოლარი.


რაც შეეხება ყატარიდან იმპორტს, მცირდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წელის იანვარ-მაისში საქართველომ ყატარიდან 726.3 ათასი აშშ დოლარის პროდუქტი შეიძინა, 2021 წლის 5 თვეში 881.9 ათასი აშშ დოლარის, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში - 1,099 მლნ აშშ დოლარის, ხოლო 2019 წელის იანვარ-მაისში - 1,257 მლნ აშშ დოლარის.


„ბიზნესპრესბიუსი“ დაინტერესდა, რას ვყიდით და ვყიდულობთ ყატარში


2022 წლის იანვარ-მაისში ყატარიდან იმპორტირებული ტოპ-5 პროდუქტი:



პოლიმერები ეთილენის, პირველადი ფორმებით - 687.4 ათასი აშშ დოლარი
ხორცი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, გაყინული - 19.9 ათასი აშშ დოლარი
ავეჯი სხვა და მისი ნაწილები - 7.1 ათასი აშშ დოლარი
ჭურჭელი სასადილო, სამზარეულო და სხვა სამეურნეო და ტუალეტის ნაწარმი ფაიფურისგან 1.8 ათასი აშშ დოლარი
ჭურჭელი სასადილო, საოჯახო ნივთები სხვა და ტუალეტის საგნები პლასტმასის 1.5 ათასი აშშ დოლარი
2022 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან ექსპორტირებული ტოპ-5 პროდუქტი:


ხორცი ცხვრის ან თხის, ახალი, გაცივებული ან გაყინული - 394.4 ათასი აშშ დოლარი
ცხვრები და თხები ცოცხალი - 100 ათასი აშშ დოლარი
ელექტრული წყალგამახურებლები - 64.8 ათასი აშშ დოლარი
ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - 53.3 ათასი აშშ დოლარი
ყურძნის ნატურალური ღვინოები - 52.7 ათასი აშშ დოლარი


ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კატარის ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. ფორუმზე დასასწრებად საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, დღეს გაემგზავრა.


bpn.ge




თეგები:
ექსპორტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up