2023 წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 30.4 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2022 წლის მარტის (24 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით თითქმის 7 მლნ დოლარით მეტია.
საქართველოდან უცხოეთში ფულად გზავნილებს შორის პირველ ადგილზეა თურქეთი, სადაც 6.28 მლნ დოლარი გადაირიცხა. მეორე ადგილზე 3.73 მლნ აშშ დოლარით რუსეთი, ხოლო მესამე ადგილზე 3.24 მლნ ლარით უკრაინაა. მეოთხე და მეხუთე ადგილს კი შესაბამისად აზერბაიჯანი და აშშ ინაწილებენ.
საქართველოდან საზღვარგარეთ გადარიცხვის დროს ყველაზე ხშირად ფულადი გზავნილების სისტემა Western Union-ს იყენებენ, რომლის საშუალებითაც იანვარში 8.5 მლნ დოლარი გადაირიცხა. მეორე ადგილზე კი რუსული Zolotaya Korona-ა, რომლის გამოყენებითაც საქართველოდან 7.4 მლნ დოლარი გადაირიცხა.