2023ფულადი გზავნილები წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 26.27 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2022 წლის იანვრის (23.32 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით თითქმის 3 მლნ დოლარით მეტია.
საქართველოდან უცხოეთში ფულად გზავნილებს შორის პირველ ადგილზეა თურქეთი, სადაც 5.26 მლნ დოლარი გადაირიცხა. მეორე ადგილზე თითქმის 3.6 მლნ ლარით უკრაინაა, ხოლო მესამე ადგილზე 2.76 მლნ აშშ დოლარით რუსეთი.
საქართველოდან საზღვარგარეთ გადარიცხვის დროს ყველაზე ხშირად ფულადი გზავნილების სისტემა Western Union-ს იყენებენ, რომლის საშუალებითაც იანვარში 7.6 მლნ დოლარი გადაირიცხა. მეორე ადგილზე კი რუსული Zolotaya Korona-ა, რომლის გამოყენებითაც საქართველოდან 6 მლნ დოლარი გადაირიცხა.